back to top

მშობლობა იზოლაციაში

როგორ დავძლიოთ მშობლებმა იზოლაციით გამოწვეული სტრესი?! რას გვირჩევენ ფსიქოლოგები?! ნახეთ ერთი ოჯახის ანიმაციად ქცეული ისტორია და მოუსმინეთ ფსიქოლოგ მაია ჯიბუტის რეკომენდაციებს:

ამ სიტუაციაში ნათლად იგრძნობა დედის გამძაფრებული დამოკიდებულება ბავშვების და ოჯახის მიმართ. ასევე ჩანს, რომ ქალის მეუღლე მხოლოდ სამსახურებრივი საქმეებით არის დაკავებული, ხოლო თავად დედას უამრავი ვალდებულება აქვს საკუთარ თავზე აღებული. გადატვირთული აწმყო და წარსულზე დანანებით ფიქრები დედას თვითშეფასებას უქვეითებს. აშკარაა, რომ ქალი დისტრესის მდგომარეობაში იმყოფება.

1. რეკომენდაცია პირველი! – ქალმა სთხოვს მეუღლეს დახმარება შრომის გადანაწილებაში. მაგალითად, ერთი დღე ერთი მშობელი დაკავდეს ბავშვებთან ურთიერთობით, ხოლო მეორე მშობელმა მოამზადოს სადილი. ასე უფრო სამართლიანი იქნება.

2. რეკომენდაცია მეორე! – ოჯახის წევრებმა შეიმუშაონ გარკვეული რეჟიმი, როგორც ეს აქვს მაგალითად, სკოლის მოსწავლეს. სამსახურის საქმეებს დღის განმავლობაში უნდა დაეთმოს შესაბამისი დრო, ისე რომ ხელი არ შეეშალოს არცერთ მშობელს.

3. რეკომენდაცია მესამე! – მნიშვნელოვანია შეიცვალოს დამოკიდებულება არსებული რეალობის მიმართ. აწმყოსთან წინააღმდეგობის გაწევა ადამიანს აცლის, როგორც ფიზიკურ ასევე ემოციურ და შემეცნებით რესურსებს. სასურველია, დედამ ისწავლოს „აქ და ამჟამად“ ცხოვრება. ხშირად თავისი ემოციები გაუზიაროს მეუღლეს და შვილებს. დღის განმავლობაში საკუთარ თავს, გარეგნობას, სილამაზეს დაუთმოს დრო.

და რაც მთავარია, ნუ ეცდებით იყოთ სრულყოფილი!

ანიმაციის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის”
ანიმაცია დამზადებულია კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

ანიმაცია დამზადებულია “მშობელთა დისტანციური სკოლის” პროექტის ფარგლებში კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

რჩევები მშობლებს – სოციალური და ემოციური განვითარება ბავშვებში

წამყვანი: მზიკო დალაქიშვილი – ფსიქოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი

პრაქტიკული რჩევები – „ემოციების ბორბალი“, „ემოციების დომინო“ – ნინო ჯიჯავაძე.

რჩევები მშობლებს – ბავშვის დამოუკიდებლობა და თვითმოვლის უნარების განვითარება

​წამყვანითამუნა ბაქრაძე – ადრეული განათლების სპეციალისტი.

პრაქტიკული რჩევები – შესაკრავების შეკვრა – ნინო ჯიჯავაძე.

რჩევები მშობლებს – სენსორული თამაშები, კვლევა და ექსპერიმენტი

წამყვანინინუ კიკნაველიძე – განათლების ფსიქოლოგი, ადრეული განათლების სპეციალისტი.

პრაქტიკული რჩევები – „ფერადი წვიმა“, „ვულკანი“ – ლუკა მაყაშვილი.

რჩევები მშობლებს – დღის დაგეგმვა ბავშვებთან ერთად

​წამყვანიცირა ბარქაია – ადრეული განათლების და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი.

პრაქტიკული რჩევები – „განრიგი ბარათებით“, „საათი“ – ლუკა მაყაშვილი.

რჩევები მშობლებს – ფიზიკური განვითარება

წამყვანი: ნუცა ფრუიძე – განათლების სპეციალისტი

პრაქტიკული რჩევები – ლუკა მაყაშვილი – „თევზაობა“, „კეგლი“

რჩევები მშობლებს – მეტყველება და შემეცნებითი განვითარება ადრეულ ასაკში

წამყვანი: თამუნა ბაქრაძე – ადრეული განათლების სპეციალისტი.

პრაქტიკული რჩევები – „ხელნაკეთი წიგნი“, „სენსორული კოლოფები“, „ბუნებრივი მასალების ორნამენტი“ – ნინო ჯიჯავაძე.

რჩევები მშობლებს – სახალისო კულინარია