კურსების გავლის შემდეგ მშობლები შეძლებენ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თავდაჯერებულად და დამოუკიდებლად წარმართონ შვილების აღზრდის პროცესი; დაამყარონ მათთან პოზიტიური კომუნიკაცია, დაეხმარონ განათლების მიღებაში, იზრუნონ ბავშვების სწავლის მოტივაციის ამაღლებაზე და ზომიერად აქტიურად ჩაერთონ შვილის სასკოლო ცხოვრებაში. კურსების გავლა სასარგებლოა არა მხოლოდ მშობლებისთვის, არამედ აღზრდაზე პასუხისმგებლი სხვა პირებისთვის და ბავშვებთან მომუშავე პერსონალისთვის, მათ შორის, პედაგოგებისა და აღმზრდელებისთვის. კურსები დაეხმარება ზრდასრულებს ბედნიერი და წარმატებული ბავშვის აღზრდაში, ასევე, ბავშვებთან ურთიერთობის პროცესის სასიამოვნოდ და ნაყოფიერად წარმართვაში.