შინაარსი
კურსის ფარგლებში თქვენ შეისწავლით ქცევის მართვის სტრატეგიებს, რომელიც დაგეხმარებათ შვილთან პოზიტიური კომუნიკაციის დამყარებაში მაშინაც კი, როცა ბავშვი არასასურველ ქცევას ავლენს;
კურსი „ქცევის მართვის სტრატეგია“ შედგება სამი თავისგან. თითოეული თავი მოიცავს ვიდეო ლექციას და მარტივ ტესტს ამავე თემაზე.
თავი 1. ქცევის შეფასება
ამ თავში თქვენ გაიგებთ:
- რა არის ქცევა და რა უნდა ვიცოდეთ ქცევის შესახებ
- რა მახასიათებლების მიხედვით შევაფასოთ ქცევა
- კიდევ მივაქციოთ ყურადღება ქცევის შეფასების პროცესში
თავი 2. არასასურველი ქცევა
ამ თავში თქვენ გაიგებთ:
- როგორ ამოვიცნოთ არასასურველი ქცევა
- რატომ იქცევიან ბავშვები ჩვენთვის მიუღებლად
- როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვის საქციელი არ მოგვწონს
თავი 3. ქცევის მართვის სტრატეგია
ამ თავში თქვენ გაიგებთ:
- როგორ გამოვიყენოთ წახალისების მეთოდი სწორად
- რა წესები დავიცვათ ქცევის იგნორირების დროს
- რა შემთხვევაში და რა მეთოდით დავუწესოთ ბავშვს სანქციები
დისტანციური სასწავლო კურსი „ქცევის მართვის სტრატეგია“ მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციის “მშობლები განათლებისთვის”(P4E) და “თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის” ფსიქოდიაგნოსტისა და ფსიქოკონსულტანტის, ზანდა ჩეჩელაშვილის მიერ,
World Vision საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულებისკენ მიმართული გლობალური კამპანიის ფარგლებში.
კურსის შესახებ
- გაკვეთილი 5
- ტესტები 3
- დრო შეუზღუდავი
- უნარების დონე დამწყები
- ენა ქართული
- მონაწილეები 1175
- სერტიფიკატი კი
- შეფასება თვითშეფასება