კურსების გავლის შემდეგ მშობლები  შეძლებენ თავდაჯერებულად, დამოუკიდებლად და რაც მთავარია, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე წარმართონ შვილების აღზრდის პროცესი; დაამყარონ მათთან პოზიტიური კომუნიკაცია, მაშინაც კი, როცა ბავშვი არასასურველ ქცევას ავლენს; მშობლები ისწავლიან ქცევის მართვის სტრატეგიას; შეძლებენ, დაეხმარონ შვილებს იყვნენ ბედნიერი და წარმატებული ადამიანები.