შეამოწმე, რამდენად ეკრანდამოკიდებულია შენი შვილი

1061

Results

თქვენი პასუხებიდან ირკვევა, რომ ბავშვი მოიხმარს გაჯეტებს, თუმცა ნაკლებად დამოკიდებულია მასზე. ცხადია, ილუზია, რომ ბავშვებს ნებისმიერ ასაკში ეკრანს მთლიანად მოაშორებთ, არ უნდა გქონდეთ. მნიშვნელოვანია, გააცნობიეროთ, რომ ეკრანის სწორად გამოყენებით შესაძლებელია ბავშვს გამოუმუშავდეს ნებისმიერი უნარი: სოციალური და კომუნიკაციური უნარები, კრეატულობა, წარმოსახვა, შემოქმედებითობა, აბსტრაქტული და კრიტიკული აზროვნება, შეგვიძლია გამოვამუშავებინოთ აღმასრულებელი ფუნქციები – ყურადღება, მეხსიერება, ჯერის დაცვა, დაგეგმვა, მიზნის დასახვა და სტრატეგიების შემუშავება მიზნის მიღწევისთვის. შეგვიძლია ბავშვს დავასწავლოთ პროსოციალური ქცევაც კი. განსაკუთრებით ისეთი თამაშებით სადაც ბავშვები ჯგუფურად ცდილობენ პრობლემასთან გამკლავებას, ისახავენ საერთო მიზანს, ინაწილებენ როლებს, აცნობიერებენ, რომ ერთმანეთის გარეშე მიზანი ვერ შესრულდება.

იმისთვის, რომ თქვენი შვილი არ გახდეს ეკრანზე დამოკიდებული მეტ-ნაკლებად გააკონტროლეთ ეკრანის გამოყენების დრო და შინაარსი. ეს დაიცავს თქვენს შვილს, როგორც ეკრანდამოკიდებულებისგან, ისე ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან.

ამ საკითხზე მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო რეკომენდაციები:

როგორ ამოვიცნოთ ეკრანდამოკიდებულება https://mshobeltaskola.ge/?p=1513

რა გავითვალისწინოთ მშობლებმა, როცა ბავშვები დიდ დროს ატარებენ ეკრანთან https://mshobeltaskola.ge/?p=1516

ბავშვები და ვიდეო თამაშები https://mshobeltaskola.ge/?p=809

ბავშვები სოციალურ ქსელში https://mshobeltaskola.ge/?p=815

ბავშვების ციფრული უსაფთხოება https://mshobeltaskola.ge/?p=812

კიბერჰიგიენა https://mshobeltaskola.ge/?p=818

 

კომენტარები

ინტერნეტი ჩვენი ყოფიერების განუყოფელი ნაწილია, თუმცა ეკრანდამოკიდებულება  საზიანოა ნებისმიერ ასაკში და აისახება პიროვნების როგორც ცალკეული სფეროების, ისე მთლიანად ფუნქციონირების ხარისხზე. თქვენი პასუხებიდან ირკვევა, რომ ბავშვს მიდრეკილება აქვს ეკრანდამოკიდებულებისკენ.

გაგიზიარებთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც დაგეხმარებათ სწორი რეაგირება მოახდინოთ ბავშვის ეკრანდამოკიდებულებაზე.

  1. გახსოვდეთ, რომ აკრძალვა გამოსავალი არ არის.
  2. თუ თქვენი შვილი ორ წლამდე ასაკშია, გაითვალისწინეთ, რომ ამ ასაკში ბავშვის განვითარება დამოკიდებულია გარშემომყოფებთან ცოცხალ ურთიერთობასა და კომუნიკაციაზე. ნუ დატოვებთ ბავშვს ეკრანთან მარტო. მიეცით მისი გამოყენების საშუალება ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, იყავით მასთან ერთად და გაუხმოვანეთ ყველაფერი, რასაც ეკრანზე ხედავს.
  3. თუ თქვენი შვილი 2-6 წლის ასაკის არის, შეგიძლიათ ეკრანთან 1 საათის გატარების საშუალება მისცეთ, თუმცა არა ძილის წინ ან კვების დროს. შემოიღეთ წესები, მაგალითად, უზრუნველყავით სივრცეები, სადაც ეკრანს ოჯახის არც ერთი წევრი არ იყენებს. ყველაზე მარტივია ასეთი სივრცე იყოს ბავშის საძინებელი, სამზარეულო სადაც ყველა ერთად იკრიბება. დააწესეთ დრო, რომელსაც ბავშვთან ერთად ეკრანის გარეშე გაატარებთ.
  4. თუ თქვენი შვილი მოზარდია, რიგში უნდა დავაკვირდეთ საკუთარ ქცევას, იმას, ჩვენ როგორ მოვიხმართ ეკრანს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვები აკეთებენ იმას, რასაც ხედავენ, მხოლოდ ახსნა და სიტყვიერი უკუკავშირი საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, ბავშვთან/მოზარდთან წინასწარ შეთანხმება იმაზე, როგორ შევამცირებთ ეკრანთან გადატებულ დროს. დაუშვებელია ამ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, განხილვის და წინასწარ დაგეგმვის გარეშე, მსგავსი აკრძალვა ზრდის უკმაყოფილების და კონფლიქტის ალბათობას, რაც ხელისშემშლელია დამოკიდებულებასთან გამკლავების პროცესში. აუცილებელია დავაწესოთ და დავიცვათ დროითი საზღვრები, ეკრანისგან დამოუკიდებელი სივრცეები. უმნიშვნელოვანესია, ბავშვს გავუღვივოთ განცდა, რომ მას შეუძლია თავის კონტროლი, შეუძლია თავად აკონტროლოს ეკრანთან გატარებული დრო, დააწესოს ლიმიტები, შექმნას გარემო, რომელშიც აქვს სხვა ინტერესები. მშობლის მთავარი მიზანი და ფუნქცია ყველა ეტაპზე უნდა იყოს შვილის დახმარება მართოს საკუთარი ქცევა, დროთა განმავლობაში კი მისი წახალისება რომ გახდეს თვითრეგულირებადი.
  5. თუ თქვენ ყველაფერი სცადეთ, თქვენი რესურსი უკვე ამოწურულია, მაგრამ შედეგი მაინც არ გაქვთ, მიმართეთ ბავშვთა ფსიქოთერაპევტს, რომელიც თქვენთან ერთად იმუშავებს ეკრანდამოკიდებულების შემცირებაზე.

ამ საკითხზე მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო რეკომენდაციები:

როგორ ამოვიცნოთ ეკრანდამოკიდებულება https://mshobeltaskola.ge/?p=1513

რა გავითვალისწინოთ მშობლებმა, როცა ბავშვები დიდ დროს ატარებენ ეკრანთან https://mshobeltaskola.ge/?p=1516

ბავშვები და ვიდეო თამაშები https://mshobeltaskola.ge/?p=809

ბავშვები სოციალურ ქსელში https://mshobeltaskola.ge/?p=815

ბავშვების ციფრული უსაფთხოება https://mshobeltaskola.ge/?p=812

კიბერჰიგიენა https://mshobeltaskola.ge/?p=818

კომენტარები

#1. ბავშვი ეკრანთან ატარებს:

#2. მაშინ როდესაც ბავშვი არ იყენებს ტელეფონს, კომპიუტერს ან პლანშეტს

#3. როგორია ბავშვის ემოციური მდგომარეობა?

#4. როგორია ბავშვის ძილის ჩვევა?

#5. როგორია ბავშვის კვების ჩვევა?

#6. როგორია ბავშვის ქცევები?

#7. რამდენად უჭირს ბავშვს შეწყვიტოს ეკრანის გამოყენება?

#8. არის თუ არა გაჯეტი ბავშვის მოტივირების ერთადერთი საშუალება?

#9. როცა ბავშვი გაღიზიანებულია, გაჯეტების გარდა აქვს თვითდამშვიდების სხვა სტრატეგია?

#10. დღითი დღე ხომ არ იზრდება ეკრანთან გატარებული დრო?

დასრულება

კომენტარები