ბავშვები სოციალურ ქსელში

80

Facebook, TikTok, Instagram, Snapchat, Twitter და სხვა პოპულარულ სოციალურ მედიაში 13 წლამდე ბავშვს ანგარიშის შექმნის უფლება არ აქვს. თუმცა, წესების გვერდის ავლით მოზარდები ანგარიშებს მაინც ქმნიან.

IDFI-ის ციფრული უსაფრთხოების მკვლევარის, გვანცა ნიკურაძის ვიდეო ბლოგი დაგეხმარებათ, შეიტყოთ:

• როგორ აკონტროლოთ თქვენი შვილის უსაფრთხოება სოციალურ ქსელში

• როგორ მართოთ ბავშვის სოციალურ ქსელში გატარებული დრო

• რა არის სოციალური ქსელების უსაფრთხოდ მოხმარების მთავარი წესები ბავშვებისთვის.

ვიდეო ბლოგი დამზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლების“ მიერ, პროექტის „მშობლობა იზოლაციის შემდგომ“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ.

კომენტარები