ბავშვების ციფრული უსაფრთხოება

594

თანამედროვე მშობლებისთვის შვილის ინტერნეტ უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ინტერნეტი, ბევრ შესაძლებლობასთან ერთად, ბევრ პოტენციურ საფრთხესაც ქმნის ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ! კრიტიკულად მნიშვნელოვანია მშობელმა ზუსტად იცოდეს როგორ მოიქცეს ამ დროს და რა საჭირო ინსტრუმენტები უნდა ჰქონდეს შვილის დასაცავად.

სწორედ ამ საკითხს ეხება IDFI-ს ციფრული უსაფრთხოების ექსპერტ თეონა ტურაშვილის ვებინარი, საიდანაც შეიტყობთ:

🔸 რა უნდა ვიცოდეთ მშობლებმა, თუ ჩვენს შვილს სხვადასხვა სოციალურ ქსელში პირადი ანგარიში აქვს?

🔸 რა ინფორმაციას უნდა ვფლობდეთ იმ ვიდეო თამაშების შესახებ, რომლებსაც ჩვენი შვილი თამაშობს?

🔸 რა არის ნეტიკეტი – რა ვასწავლოთ შვილს, რომელიც ინტერნეტის მომხმარებელია?

🔸 როგორ გავხდეთ ბავშვების ციფრული მეგობრები?

ვებინარი ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის” პროექტის „მშობლობა იზოლაციის შემდგომ“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) მიერ.

კომენტარები