შესანიშნავია! თქვენს შვილს გაუმართლა, რომ მის მშობელს სკოლის მიმართ ადექვატური მოლოდინი და ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს. თქვენ ზუსტად იცით, რა უნდა მიიღოს ბავშვმა სკოლიდან და როგორ უნდა დაუდგეთ შვილს გვერდში, თუ თანადგომა დასჭირდება. თქვენნაირი მშობელი თავისი მიდგომებით არა მხოლოდ შვილს, არამედ სხვა ბავშვებსაც უმარტივებს ცხოვრებას. სკოლისთვის კი ნამდვილად შეუცვლელი პარტნიორი ხართ! თუ თანამოაზრეების შეძენა გსურთ, გაეცანით მშობელთა ასოციაციას, მისი წევრი მშობლების საქმიანობას და ორგანიზაციის აქტივობებს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე როგორც ყველა მშობელს, თქვენი შვილისთვის ყველაფერი საუკეთესო გსურთ, მაგრამ თქვენს ადგილას დავფიქრდებოდი, რას ვაკეთებ მე ჩემი შვილის სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებისთვის? რამდენად საკმარისია ის, რომ პრობლემებს ვხედავ? ვეძებ გზებს, რომ გვერდში დავუდგე შვილს, სკოლას კი თავისი ფუნქციების სრულად განხორციელებაში დავეხმარო?! თქვენ, ალბათ თვლით, რომ უზარმაზარ სისტემასთან ერთი მშობელი ვერაფერს გახდება და ამით მხოლოდ პრობლემებს შეიქმნით. გვესმის, რომ ეს მარტივი გზა არ არის, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თუ მშობლებს ასეთი მიდგომა გვექნება, სასკოლო სისტემა კიდევ დიდხანს არ შეიცვლება უკეთესობისკენ. მშობლებს შეგვიძლია სწორი დაკვეთა მივცეთ სახელმწიფოს, სკოლას და ჯანსაღი თანამონაწილეობით შევქმნათ დადებითი ცვლილებების პრეცედენტები. თუ გსურთ მოძებნოთ თანამოაზრეები, გაიგოთ, როგორ შევძლოთ მშობლებმა ჯანსაღი, ბავშვზე ორიენტირებული მიდგომების ფორმირება, გამოიწერეთ და თვალი ადევნეთ მშობელთა ასოციაციის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდს
Results
კომენტარები
#1. ძირითადი მიზეზი, როდესაც კომუნიკაცია მაქვს მასწავლებლებთან არის,
#2. თუ ბავშვი რომელიმე საგანში ჩამორჩება,
#3. როცა სკოლაში მსუბუქი პრობლემაა,
#4. ჩემი აზრით, სკოლის მიზანია
#5. თუ სკოლაში მძიმე ხასიათის პრობლემებია,
#6. ბავშვის სასკოლო ცხოვრების შესახებ წარმოდგენას მიქმნის,
#7. როცა მასწავლებელი მეუბნება, რომ ჩემი შვილი არ უჯერებს,
#8. როცა ბავშვს საერთოდ არ მოაქვს სახლში დავალება,
#9. როცა ჩემს შვილს იმდენად ბევრი საშინაო დავალება აქვს, რომ წარმოუდგენელია მათი ხარისხიანად შესრულება,
#10. თუ ბავშვი ამბობს, რომ მასწავლებლის ახსნილი მასალა მისთვის გაუგებარი რჩება,
კომენტარები