ტესტი: რამდენად ფლობ შვილთან მოლაპარაკების ტექნიკას

9102

Results

მშვენიერია! შესანიშნავად ფლობთ შვილთან მოლაპარაკების ტექნიკას! იმედია, ეს მხოლოდ თეორიული ცოდნა არ არის და პრაქტიკაშიც იყენებთ. თქვენი შედეგებიდან ჩანს, რომ ყურადღებიანი და მხარდამჭერი მშობელი ხართ! შვილთან კომუნიკაციისათვის მეტწილად თანასწორ პოზიციას იყენებთ, ცდილობთ აუხსნათ და საკუთარი ქცევა გარედან დაანახოთ, დააფიქროთ, ამისთვის კი არასოდეს აკნინებთ მის პიროვნებას, არ იყენებთ გამზადებულ იარლიყებს – „შენ ყოველთვის ცუდად აკეთებ!“ „შენ არასდროს გამოგდის“! 

კარგია თუ ამ პროცესში პარტნიორად გაიხდით ოჯახის სხვა წევრებსაც და ბავშვთან კომუნიკაციის ზოგად წესებზე შეთანხმდებით. ეს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის თქვენი კომუნიკაციის სტილს. თუ გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება, იხილეთ შემდეგი ვიდეო ბლოგები მოზარდებთან მოლაპარაკების ხელოვნება ან ბავშვის არასასურველი ქცევის მართვა პოზიტიური კომუნიკაციით

 

 

კომენტარები

ცხადია თქვენი ამოცანაა უკეთესად გააგებინოთ შვილს რას ელით მისგან და რა არ მოგწონთ მის ქცევაში, მაგრამ ზოგჯერ ვერ უმკლავდებით საკუთარ ემოციას  – წყენას  ან იმედგაცრუებას, ამიტომ კონფლიქტებიც ხშირია. მერე ამის გამო ან თავს იდანაშაულებთ, ან  შვილის შესაძლებლობებში კიდევ უფრო შეგაქვთ ეჭვი. სულ ცოტა ძალისხმევა გჭირდებათ და შეგიძლიათ სიტუაცია რადიკალაურად შეცვალოთ – ყურადღებით მოუსმინეთ, ზუსტად გაიგეთ რას ფიქრობს და როგორ ხედავს მოვლენებს, შეეცადეთ მის ტყავში შეძვრეთ და გაიგოთ თავს როგორ გრძნობს, აუცილებლად უთხარით თქვენი მოსაზრება, არგუმენტები, ოღონდ მენტროული ტონისა და მისთვის იარლიყების მიწებების გარეშე. თამამად გაუზიარეთ თქვენი ემოციაც – რას გრძნობთ, როდესაც ის არასასურველ ქცევას ავლენს და შეეცადეთ, დააფიქროთ ამ ქცევის შედეგებზე, ერთად იფიქროთ გამოსავალზე. ჩვენი ვიდეო ბლოგები დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ შვილთან მოლაპარაკების უნარები. იხილეთ მოზარდებთან მოლაპარაკების ხელოვნება ან ბავშვის არასასურველი ქცევის მართვა პოზიტიური კომუნიკაციით

              

 

კომენტარები

#1. როცა ბავშვის დარწმუნება მიჭირს:

#2. შენიშვნის მიცემისას:

#3. ბავშვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას:

#4. თუ საკუთარ თავთან გულახდილი ვიქნები ჩემი კომუნიკაცია ბავშვთან არის ასეთი:

#5. რეალობა ისაა, რომ:

#6. თუ ბავშვს რაიმე ემოციური პრობლემა აქვს:

#7. აღზრდა და ბავშვთან კომუნიკაცია:

#8. თუ კარგად დავფიქრდები, შვილთან კომუნიკაციისას მე ხშირად:

#9. გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ

#10. ხშირად მიფიქრია, რომ:

დასრულება

კომენტარები