შვილის განათლების პროცესში მშობლების მართებული მონაწილეობის შესახებ სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის” უძღვება.
საინფორმაციო შეხვედრების მიზანი მშობლების, პედაგოგებისა და მოსწავლეების თანამშრომლობის ხელშეწყობაა, სწორედ ამიტომ შეხვედრებს სამივე რგოლის წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრებზე ღიად განიხილება კომუნიკაციის სირთულეები და სკოლებში არსებული სხვა პრობლემები, რომელთა მოგვარება ბავშვების ინტერესების დაცვისთვის მნიშვნელოვანია.
შეხვედრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მასში მონაწილეობა 800-მა მშობელმა მიიღო. მათი უმრავლესობა ასოციაციას მხარდამჭერ წევრად შემოუერთდა. ხოლო 200 მათგანი უკვე დარეგისტრირდა ტრენინგზე „როგორ ჩავერთო ჩემი შვილის სასკოლო ცხოვრებაში“.
საინფორმაციო შეხვედრებს აპრილის თვეში 14-მა სკოლამ უმასპინძლა. შეხვედრები პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში ტარდება. აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
კომენტარები