შეხვედრა ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციის “მშობლები განათლებისთვის” მიერ ორგანიზებული ვებინარების სერიის ფარგლებში. შეხვედრას უძღვება “მშობლები განათლებისთვის” დირექტორი მეგი კავთუაშვილი. მთავარი მომხსენებელი კი პროფესიული განათლების ექსპერტი ნინო ელბაქიძეა. მშობლებისთვის უფასო საინფორმაციო შეხვედრების და ვებინარების მიზანია, პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში არსებობდეს სივრცე, სადაც ბავშვის აღზრდით და განათლებით დაინტერესებული საზოგადოება ერთმანეთს გამოცდილებას და სიახლეებს გაუზიარებს.
კომენტარები