მშობელთა ჩართულობის შესახებ თბილისისა და რეგიონის სკოლებში ტრენინგები მიმდინარეობს, რომელსაც მშობლები და მასწავლებლები ერთობლივად ესწრებიან. სასწავლო კურსი 3 მოდულს მოიცავს:
- სკოლისა და მშობლების კომუნიკაცია
- კრიზისული ურთიერთობების მართვა
- მშობელთა ჩართულობის სტრატეგიული დაგეგმარება სკოლაში
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ ტიპურ სასკოლო სიტუაციებს; მსჯელობენ მშობლის, პედაგოგისა და დირექტორის ქცევის ნორმებზე; თანხმდებიან მშობელთა ჩართულობის აუცილებლობაზე; იძენენ თანამოაზრეებს და ერთიანდებიან სამომავლო თანამშრომლობის სურვილით.
ტრენინგები პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში ტარდება, რომელიც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აქტიურ მშობლებს, რათა მეტად ჩაერთონ შვილების სასკოლო პრობლემების გადაწყვეტაში.
კომენტარები