თქვენი შვილი ინტერნეტს იყენებს, თქვენ კი არ იცით რა არის კიბერჰიგიენა? მაშინ ეს ვიდეო თქვენთვის არის.
IDFI-ის ციფრული უსაფრთხოების მკვლევარი გვანცა ნიკურაძისგან შეიტყობთ კიბერჰიგიენის იმ ძირითად წესებს, რაც ინტერნეტის მომხმარებელი ბავშვების მშობლებმა უნდა იცოდნენ. ისწავლეთ და ასწავლეთ ბავშვებს კიბერჰიგიენის ძირითადი წესები:
წესი #1. გამოიყენეთ პაროლის რთული კომბინაცია
წესი #2. პაროლი გამოცვალეთ ხშირად
წესი #3 არავის გაანდოთ USERNAME და პაროლი
წესი #4 არ დაამახსოვრებინოთ თქვენი მონაცემები სხვის კომპიუტერს
წესი #5 დროულად განაახლეთ პროგრამა წესი
#6 აპლიკაციები მხოლოდ სანდო პორტალიდან ჩამოწერეთ
ვიდეო ბლოგი დამზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლების“ მიერ, პროექტის „მშობლობა იზოლაციის შემდგომ“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ.
კომენტარები