არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ საქართველოს უნივერსიტეტის პარტნიორი გახდა. მშობელთა ასოციაციის და უნივერსიტეტის ერთობლივი მიზანია, გაიზარდოს მშობელთა მონაწილეობა ბავშვის განათლების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებას განათლების სისტემაში, მეორე მხრივ, ხარისხიანი განათლების მიწოდებას ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.
თანამშრომლობის ფარგლებში მშობელთა ასოციაციის პროექტი „მშობელთა სკოლა“ და უნივერსიტეტის UG განვითარების ცენტრი ერთობლივ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ. დაგეგმილი ღონისძიებები მიმართული იქნება მშობლებისა და პედაგოგების ცნობიერების ამაღლებაზე. „მშობელთა სკოლის“ და UG განვითარების ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით რეგულარულად ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრები, ტრენინგები, ლექციები, მასტერკლასები და ინდივიდუალური შეხვედრები მშობლებთან და მასწავლებლებთან, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.
სამუშაო თემატიკა მოიცავს აქტუალურ თემებს, როგორიცაა:
- მშობელთა ჩართულობა ბავშვის განათლების პროცესში;
- სკოლისა და მშობლების თანამშრომლობა;
- მშობლებისა და მასწავლებლების ფსიქოლოგიური განათლება ბავშვის აღზდა-განვითარების და კეთილდღეობის შესახებ;
არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ და საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლობა მემორანდუმის საფუძველზე შედგება.
###
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
მეგი კავთუაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, „მშობლები განათლებისთვის“
ტელ: 599 74 07 50 ელ.ფოსტა: kavtuashvilimegi@gmail.com www.mshobeltaskola.ge
კომენტარები