Results
შესანიშნავია!
თქვენ გააზრებული გაქვთ, რატომ არის აუცილებელი სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა მშობლების მონაწილება. იცით, რომ ერთობლივი მუშაობის, თანამშრომლობის გარეშე, სკოლას ან მშობლებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევა გაუჭირდებათ. გაცნობიერებული გაქვთ, რომ თავისუფალი, პასუხისმგებლიანი, კრიტიკულად მოაზროვნე, თანასწორუფლებიანი სასკოლო საზოგადოება დადებით გავლენას მოახდენს მომავალი თაობის განათლებაზე.
ვაფასებთ თქვენს ხედვას და როგორც თანამოაზრეს , გიზიარებთ ვიდეო ბლოგს სკოლისა და მშობლების თანამშრომლობის საფუძვლები
თქვენ დაინტერესებული ხართ სკოლებში მშობელთა ჩართულობის საკითხებით და შესაძლოა, ბევრ გამოწვევასაც ხედავდეთ ამ მიზნის მიღწევის გზაზე, რაც სრულიად ბუნებრივია. მაგრამ დაფიქრდით, ნამდვილად სწორად გესმით მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობის მიზანი და საშუალებები? გადაჭარბებული წარმოდგენები ხომ არ გაქვთ ოჯახის ან სკოლის როლის შესახებ? ალბათ, გიფიქრიათ ამ პროცესში სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც. როგორც წესი, ჩამოთვლილი გარემოებები ხელს უშლის თანამშრომლობას. სცადეთ, ერთი წუთით იფიქროთ მხოლოდ ბავშვის კეთილდღეობაზე და მოსწავლის თვალით შეხედოთ ერთმანეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
იმისთვის, რომ უფრო ნათლად დაინახოთ სკოლებში მშობლების მონაწილეობის აუცილებლობა, იხილეთ ვებინარი მშობელთა ჩართულობა
კომენტარები