ტესტი: ამოიცანი შენი მშობლობის სტილი

7937

Results

თქვენ ავტორიტეტული აღზრდის სტილისკენ იხრებით, რაც შესანიშნავია!  მუდამ მზად ხართ ყურადღებით მოუსმინოთ შვილს, თუმცა მას პასუხისმგებლობებიც გააჩნია და თქვენ კარგად იცით, რომ მინიჭებული პასუხისმგებლობები და მათი დაცვა, ისევე სჭირდება თქვენს შვილს, როგორც მხარდაჭერა.  თქვენმა შვილმა იცის, რომ მისთვის ემოციურად მხარდამჭერი ხართ, ამიტომ ის ნაკლებად მოგატყუებთ, ნაკლებად შეგეწინააღმდეგებათ, შეეცდება ღია და გახსნილი იყოს თქვენთან და თამამად გამოხატოს თავისი მოსაზრებები, თუნდაც პროტესტი და განსხვავებული აზრი.

თქვენ იმისთვისაც მზად ხართ, რომ მოზარდობაში თავიდან იბრძოლოთ თქვენი ავტორიტეტის მოპოვებისთვის, არა ძალადობრივად, არამედ კონტროლისა და ზრუნვის ოქროს შუალედით.

 

კომენტარები

როგორც მშობელთა უმრავლესობას თქვენც მხოლოდ სიკეთე გინდათ თქვენი შვილისთვის. მაგრამ დაფიქრდით, ზოგჯერ ხომ არ ხართ ზედმეტად მკაცრი და მომთხოვნი ან პირიქით, ნაკლებად ჩართული მის ცხოვრებაში. თქვენი აღზრდის სტილი განსხვავდება ავტორიტეტულისგან. მშობლებს, რომლებიც კომუნიკაციაში უხეშ ფორმებს მიმართავენ, ზედმეტად ზღუდავენ შვილებს, ავტორიტარ მშობლებს უწოდებენ. თუ მშობელი უგულებელყოფს შვილის პრობლემებს და მარტოს ტოვებს მათთან გასამკლავებლად, ასეთ მშობლებს თავისუფალი სტილის მშობლებს ეძახიან. დაფიქრდით, თქვენი რომელი ქცევა რომელ სტილში ჯდება. ზრუნვისა და კონტროლის ბალანსის პოვნა დაგეხმარებათ თქვენი როლი ისე შეასრულოთ, რომ არც ბავშვი დაზიანდეს და არც თქვენ გქონდეთ მუდმივად განცდა, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ. თუ თქვენი მიზანია ბედნიერი შვილის აღზრდა, რომელსაც შეუძლია გაბედულად გამოხატოს თავისი აზრი, მიიღოს გადაწყვეტილებები და შეაფასოს რისკები, მნიშვნელოვანია, ის მუდამ გრძობდეს თქვენს მხარდაჭერას. თუ გსურთ მეტი გაიგოთ აღზრდის მართებული მეთოდების შესახებ იხილეთ ბმული  

კომენტარები

#1. თუ ჩემი შვილი მეწინააღმდეგება:

#2. ვფიქრობ, რომ:

#3. ჩემი დამოკიდებულებით, ბავშვი გრძნობს, რომ

#4. როცა ჩემი შვილი წესებს არღვევს და ცუდად იქცევა ჩემი პრინციპია:

#5. როცა შვილის სწავლა- განათლებაზე ვფიქრობ, მგონია, რომ:

#6. როცა მასწავლებელი ჩემი შვილის შესახებ მსაყვედურობს:

#7. თუ ჩემს შვილს ემოციური პრობლემები ექნება ვფიქრობ, რომ:

#8. მე ვთვლი, რომ

#9. ჩემი აზრით,

#10. ჩემს პრაქტიკაში უკმაყოფილების გამოხატვის მიღებული ფორმაა

დასრულება

კომენტარები