ტესტი: როგორ ეხმარები უმცროსკლასელ შვილს სწავლაში? შეაფასე შენი უნარები

8212

Results

თქვენ შესანიშნავად ახერხებთ ბავშვის „თვალებით გამოიხედოთ“ და იყოთ მისი მხარდამჭერი სწავლის პროცესში. გულშემატკივარი კი არა, რომელიც შეჯიბრისას ხმის ჩაწყვეტამდე ყვირის – მიდი, მიდიიი, მოინდომე! არამედ ნამდვილი მხარდამჭერი. თქვენი შედეგები აჩვენებს, რომ იცით ძირითადი პრინციპები, თუ როგორ დაეხმაროთ შვილს სწავლაში, როგორ აუმაღლოთ ბავშვს სწავლის მოტივაცია.

კიდევ უფრო მხარდამჭერი გახდებით თუ  მუდამ გაითვალისწინებთ თქვენი შვილის პიროვნულ ნიშნებს, ტემპერამენტს,  მის ინდივიდუალობას,  უნარებს, რესურსებს და შეეცდებით  ორიენტირდეთ არა დიად მიზანზე, არამედ დაეხმარებით ბავშვს, რომ სწავლის  პროცესი  გახადოთ სახალისო,  შემოქმედებითი, სადაც შეცდომის დაშვება საშიში კი არ არის, არამედ შესაძლებლობაა ახალი გზების მოძიებისთვის.

თუ გსურთ კიდევ უფრო მეტი გაიგოთ, რა როლი აქვს მშობელს სწავლის პროცესში, დაესწარით ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის უფასო ვებინარს 4 მარტს 20:00 საათზე. დეტალები იხილეთ ბმულზე

კომენტარები

თქვენ მონდომებული და მიზანდასახული მშობელი ხართ; დაინტერესებული შვილის მომავლით და წარმატებით. მაგრამ  დაფიქრდით, ყოველთვის იმდენს სთხოვთ თქვენს შვილს, რამდენიც შეუძლია? თქვენი დამოკიდებულება ნამდვილად ეხმარება ბავშვს გაიაზროს განათლების მნიშვნელობა? დააკვირდით, თუ თქვენ ზოგჯერ შიში გიპყრობთ, რომ თქვენს შვილს შეიძლება სხვამ აჯობოს წარმატების მიღწევაში, ამან შეიძლება თქვენ და ბავშვს დაგირღვიოთ სიმშვიდე და თავდაჯერებულობა.

კარგია თუ თქვენი მიდგომა იქნება ასეთი – ყოველთვის გაითვალისწინებთ თვქენი შვილის ინდივიდუალურ თავისებურებებს, პიროვნულ ნიშნებს, უნარებს, რესურსებს და კონცენტრირდებით არა საბოლოო მიზანზე, არამედ აწმყოზე – ახლა რა სჭირდება თქვენს შვილს, რომ უფრო ჩაერთოს პროცესში, მეტი ხალისით შეასრულოს დავალება, უფრო გაბედული და თავდაჯერებული გახდეს.

თუ გსურთ კიდევ უფრო მეტი გაიგოთ, რა როლი აქვს მშობელს სწავლის პროცესში, დაესწარით ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის უფასო ვებინარს 4 მარტს 20:00 საათზე. დეტალები იხილეთ ბმულზე

კომენტარები

#1. იმისთვის, რომ ბავშვმა არ დაკარგოს სწავლის მოტივაცია:

#2. მეცადინეობისათვის თავის არიდება სწავლის დაწყებით საფეხურზე:

#3. როცა ბავშვი დავალებას თავს ვერ ართმევს

#4. I-IV კლასელ ბავშვს უნდა შევუფასოთ

#5. დაწყებით კლასში ბავშვს სწავლის მოტივაციას უმაღლებს

#6. I-IV კლასის მოსწავლის მშობელმა:

#7. სკოლის საწყის საფეხურზე:

#8. როცა ბავშვის გვეწინააღმდეგება:

#9. სწავლის შედეგების თვალსაზრისით ბავშვზე კარგად იმოქმედებს:

#10. იმისათვის, რომ ბავშვმა საუკეთესო შედეგებს მიაღწიოს მომავალში და ერქვას წარმატებული ადამიანი:

დასრულება

კომენტარები