მთავარი

ვიდეო

ვიდეო მოიცავს სპეციალისტების რჩევებს და რეკომენდაციებს მშობლებისთვის.

ანიმაცია

ანიმაციით გადმოცემულია ნამდვილი ამბები  სპეციალისტების ანალიზით

ბლოგი

ბლოგი ემსახურება გააზრებული, პოზიტიური მშობლობის იდეების პუპულარიზაციას

ვებინარი

ვებინარი მშობლებს საშუალებას აძლევს შეხვდნენ და გაესაუბრონ სპეციალისტებს

როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა

მიუღებელია წიგნის კითხვის იძულება სასჯელის მიზნით. გაეცანით თამარ გაგოშიძის...

შვილის მხარდაჭერა სწავლის პროცესში

სიმკაცრე თუ ლოიალობა? - როგორ ფიქრობთ, როცა საქმე შვილის...

სიახლე მშობლებისთვის

ზგემის განახლებული რედაქციის შეფასება განათლების სამინისტროს გაეგზავნა

მიმდინარე წლის 26 თებერვალს განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული...

წიგნიერების კლუბი – მშობელთა მოხალისეობა თელავის IV  საჯარო სკოლაში

შესავალი თელავის მე-4 საჯარო სკოლა გასული წლიდან მონაწილეობს მშობელთა ასოციაციის...

სკოლის ეზოში ჭადრაკის დაფის მოსაწყობად მშობელმა ფინანსები მოიზიდა

  შორენა გიგოლაშვილის ნამდვილი ამბავი მე ახალციხიდან ვარ. აქ ვცხოვრობ და...

მშობელთა სკოლის გუნდი

4 წლის წინ, როცა ახალ ეტაპზე გადავიდა ჩემი და სკოლის ურთიერთობა, როცა მე მეორედ შევედი სკოლის კედლებში, უკვე როგორც მშობელი, დავდექი ერთგვარი არჩევანის წინაშე: დამესვა კითხვები ყველა იმ საკითხზე, რაც მაინტერესებდა, მაწუხებდა ან გავჩუმებულიყავი და მიმეღო ის, რასაც მაძლევდნენ.

რასაკვირველია, არჩევანი კითხვების დასმაზე გავაკეთე და არც შევმცდარვარ. საბედნიეროდ, სკოლა, რომელთანაც ვთანამშრომლობდი, სრულიად მომზადებული აღმოჩნდა მშობლებთან ურთიერთობისთვის.

სრულიად ღია, გახსნილი და პოზიტიურად განწყობილი მოსწავლეთა მშობლების მიმართ. რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა გადავლახეთ თანამშრომლობით, ისე რომ ბავშვზე ორიენტირი არც სკოლას დაუკარგავს და არც მშობლებს. სწორედ ამ პოზიტიურმა გამოცდილებამ მიბიძგა, მეფიქრა ორგანიზაციის დაფუძნებაზე, რომელიც გაავრცელებდა სკოლისა და მშობლების თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკას.  პირველად ჩანაფიქრი ჩემი შვილის კლასელების მშობლებს გავუმხილე.

სწორედ მათ, ვისთან ერთადაც ვიჯექი და ბევრს ვფიქრობდით, როგორი იქნებოდა სწორი კომუნიკაცია კონკრეტული გამოწვევების დროს. შემდეგი ნაბიჯი თანამოაზრეების წრის გაფართოება იყო. ჩანაფიქრი განათლების თემით დაინტერესებულ რამდენიმე გონიერ ადამიანს გავუმხილე. აღმოჩნდა, რომ მათაც ეფიქრათ ამ თემაზე, ისინიც ხედავდნენ მშობელთა ასოციაციის დაარსების საჭიროებას. რამდენიმეთვიანი კონსულაციების შემდეგ ჩვენ შევჯერდით ერთიან ხედვაზე.

ჩამოვყალიბდით მიზანზე, მისიაზე, ამოცანებზე და უკვე 2018 წლის პირველივე სამუშაო დღეს დავაფუძნეთ არაკომერციული, არამომგებიანი ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“. ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს განათლების სისტემაში მშობელთა ჩართულობის პირველ ინიციატორს საქართველოში.

ეს იყო და არის ჩემთვის დიდი სიხარულის მომტანი საქმე, ვინაიდან მჯერა, რომ სკოლამდელი და სასკოლო ცხოვრება გარდამტეხ როლს ასრულებს პიროვნების ფორმირების პროცესში. მგონია, რომ მშობლებს არ გვაქვს იმის ფუფუნება, შორიდან ვუყუროთ 12-წლიან პერიოდს, რადგან უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას არა მხოლოდ მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი, არამედ მთელი საზოგადოება და სახელმწიფოც კი.

ამიტომ მშობლებმა უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, ავიმაღლოთ ცნოებიერება, თუკი ეს გვჭირდება და გავაგონოთ ჩვენი ხმა განათლების პოლიტიკის ავტორებს. მშობლების არათუ უფლება, არამედ მოვალეობაა მეთვალყურეობა გაუწიოს ვინ, რას და როგორ ასწავლის მის შვილს. რადგად ღრმად ვარ დარწმუნებული, მშობელზე მეტად არავის უნდა ბავშვის კეთილდღეობა.

დღეს უკვე არსებობს „მშობლები განათლებისთვის“.  სწორედ ის ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს მშობელთა ერთობას. მარტო დარჩენილი მშობლისგან განსხვავებით, ორგანიზაციას მეტი ძალა აქვს, ვინაიდან ის არა რამდენიმე, არამედ ასობით და ათასობით მშობლის გაერთიანებული ხმაა. ჩვენ ერთად შევძლებთ, ერთი მხრივ, გავილაშქროთ ყველა მანკიერების წინააღმდეგ, რასაც დღეს განათლების სისტემაში ვხვდებით და მეორე მხრივ, დღის სინათლეზე გამოვიტანოთ და მისაბაძი გავხადოთო სისტემის პოზიტიური მხარეები.

სამი შვილის მამა ვარ. ოჯახში სკოლის მოსწავლეც გვყავს და სტუდენტიც. მე და მაკა, ჩემი მეუღლე ლექციებს ვუკითხავთ სტუდენტებს, მომავალ იურისტებს. მოკლედ, განათლება ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ჩვენს თაობაში უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის არქონა სირცხვილი იყო.

ცოდნის კი არა, დიპლომის! ასე განვვლეთ სიყმაწვილე და 20 წლის წინ დავდექით პრობლემის წინაშე – პირველი შვილი უნდა წასულიყო სკოლაში. იმჟამად საჯარო სკოლები არ იყო საუკეთესო ადგილი განათლებისა და აღზრდისთვის, გადაწყვეტილებაც კერძო სკოლის სასარგებლოდ გავაკეთეთ.

ეს იყო ჩვენი პრობლემის გადაწყვეტა, მაგრამ არა საბოლოო. შვილები საზოგადოების წევრებად უნდა დამკვიდრებულიყვნენ, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა, ხარისხი და დონე ვერ პასუხობს განვითარების სტანდარტებს. განათლების სისტემური პრობლემა  აქამდეც არსებობდა და იგი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება. შესაძლოა სწორედ პრობლემის მასშტაბის შიშით სისტემურ რეფორმას ყველა მმართველი თავს არიდებდა.

დავინახეთ, რომ პრობლემის წინაშე მმართველთა მარტო დატოვება არის ის შეცდომა, რასაც ჩვენ, მშობლები ვუშვებთ. ბავშვი მიგვყავს სკოლაში და ყველაფერს იქიდან ვითხოვთ ისე, რომ მცირედსაც კი არ ვაკეთებთ.

ჰოდა, განათლებაში მშობელთა ჩართულობის აქტუალობაც ცხადად წარმოჩინდა. სულ ახლახან კი თანამოაზრეებმა აღმოვაჩინეთ ერთმანეთი და 2018 წლის დამდეგს ორგანიზაციაც დავაფუძნეთ: „მშობლები განათლებისთვის“.

მჯერა, განათლებაში მშობელთა აქტიური ჩართულობა და გადაწყვეტილების მიღებაში თანამონაწილეობა  უზრუნველყოფს სისტემის რეფორმას, განვითარებას და ჩვენი შვილების მომავალს.

მილიონი გამოწვევა არსებობს იმისათვის, რომ ჩემი არსებობა გავამართლო აქ, – ამ ორგანიზაციაში და დღეს:

  • დამფუძნებლებთან, როგორც საინტერესო, შემოქმედებით, კრეატიულ და ნიჭიერ ახალგაზრდებთან მუშაობა. ვფიქრობ, რომ ისინი მზად არიან მოქმედებისთვის, მე კი – მათთან სამუშაოდ;
  • ჩვენ მიერ დაგროვებული დიდი გამოცდილება, რომელიც გვინდა გავაზიაროთ, ავხსნათ, ვაჩვენოთ და რეალიზება გავუკეთოთ;
  • დღემდე მშობლებისაკენ მიმართული დანაიდების შრომა და საშიში მდგომარეობა – გაურკვევლობა;
  • უსაზღვრო სურვილი მშობელთა დახმარებისა და მშობლისადმი უნდობლობის გასაქარწყლებლად.

და ბოლოს, მჯერა, ჩვენ ვიგებთ იმ ომს, რომელსაც მხოლოდ დედები და მასწავლებლები იგებენ!

ჩემი სიამაყის, სიმამაცის, შრომისა თუ თავმდაბლობის მთავარი წყარო ჩემი შვილები არიან. ჩემს მეუღლესთან, ირმასთან ერთად სამი შვილისა და მათი მომავლისათვის ვცხოვრობთ.

ორივეს ჩვენი შვილების ჯანმრთელობა, თავისუფლება და განათლება მათივე ბედნიერების საწინდრად მიგვაჩნია. ორივეს გვჯერა, რომ განათლება თავისუფლებაა და ჯანსაღი დამოუკიდებელი ცხოვრების საფუძველია.

მეც და ირმაც განათლების სამსახურში, უპირველესად, ჩვენი შვილების გამო ჩავდექით და ამიტომაც დღემდე ვსწავლობთ. მე – მასწავლებლობით, ხოლო ირმა – საბავშვო მწერლობით განათლების სამსახურში, უპირველესად, ჩვენი შვილებისა და მათი თანატოლების გამო ჩავდექით.

ზუსტად ვიცით, რომ ჩვენზე მეტი გულშემატკივარი და მხარდამჭერი ჩვენი შვილებისათვის არავინაა. ასე ხართ ნებისმიერი თქვენგანი. სწორედ, ჩვენი სამშობლო დანიშნულებისა და ადამიანის თავისუფლების უზენაესი ღირებულების რწმენის საფუძველზე მჯერა, რომ ჩვენი შვილების განათლებაში პირველი ხმა ჩვენ – მშობლებს გვეკუთვნის.

ეს რწმენა გახდა ამ ერთობაში – „მშობლები განათლებისათვის“ – ჩემი მონაწილეობის მიზეზი.