ბავშვების ციფრული უსაფრთხოება

15

იცავთ შვილს ინტერნეტში მისი ასაკისთვის შეუფერებელი მასალების ნახვისგან? ჩვენი ვიდეო ბლოგების სერიის ამ ნაწილში რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას მიიღებთ ონლაინ სამყაროში არსებული რისკების შესამცირებლად.

IDFI-ის ციფრული უსაფრთხოების მკვლევარის, თეონა ტურაშვილისგან გაიგებთ:

* როგორ ავარიდოთ ბავშვს მისთვის შეუფერებელი ვებ-გვერდი, ვიდეო თუ ფოტო მასალა?

* როგორ გავააქტიუროთ კომპიუტერზე უსაფრთხოების ფუნქციები?

* როგორ გავფილტროთ სახიფათო მასალები გუგლსა და იუთუბზე?

ვიდეო ბლოგი დამზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლების“ მიერ, პროექტის „მშობლობა იზოლაციის შემდგომ“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ.