მოზარდები იზოლაციაში ფსიქოლოგების ვებინარი მშობლებისთვის

22

შეხვედრა ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციის “მშობლები განათლებისთვის” მიერ ორგანიზებული ვებინარების სერიის ფარგლებში. შეხვედრას უძღვება “მშობლები განათლებისთვის” დირექტორი მეგი კავთუაშვილი. მთავარ მომხსენებლებს წარმოადგენენ საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის “თანადგომა” ფსიქოლოგები მაია ჯიბუტი და ხათუნა ხაჟომია. მშობლებისთვის უფასო ვებინარების მიზანია, პანდემიის პირობებში არსებობდეს სივრცე, სადაც ბავშვის აღზრდით და განათლებით დაინტერესებული საზოგადოება ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებს.