მშობლობა იზოლაციაში

73

როგორ დავძლიოთ მშობლებმა იზოლაციით გამოწვეული სტრესი?! რას გვირჩევენ ფსიქოლოგები?! ნახეთ ერთი ოჯახის ანიმაციად ქცეული ისტორია და მოუსმინეთ ფსიქოლოგ მაია ჯიბუტის რეკომენდაციებს:

ამ სიტუაციაში ნათლად იგრძნობა დედის გამძაფრებული დამოკიდებულება ბავშვების და ოჯახის მიმართ. ასევე ჩანს, რომ ქალის მეუღლე მხოლოდ სამსახურებრივი საქმეებით არის დაკავებული, ხოლო თავად დედას უამრავი ვალდებულება აქვს საკუთარ თავზე აღებული. გადატვირთული აწმყო და წარსულზე დანანებით ფიქრები დედას თვითშეფასებას უქვეითებს. აშკარაა, რომ ქალი დისტრესის მდგომარეობაში იმყოფება.

1. რეკომენდაცია პირველი! – ქალმა სთხოვს მეუღლეს დახმარება შრომის გადანაწილებაში. მაგალითად, ერთი დღე ერთი მშობელი დაკავდეს ბავშვებთან ურთიერთობით, ხოლო მეორე მშობელმა მოამზადოს სადილი. ასე უფრო სამართლიანი იქნება.

2. რეკომენდაცია მეორე! – ოჯახის წევრებმა შეიმუშაონ გარკვეული რეჟიმი, როგორც ეს აქვს მაგალითად, სკოლის მოსწავლეს. სამსახურის საქმეებს დღის განმავლობაში უნდა დაეთმოს შესაბამისი დრო, ისე რომ ხელი არ შეეშალოს არცერთ მშობელს.

3. რეკომენდაცია მესამე! – მნიშვნელოვანია შეიცვალოს დამოკიდებულება არსებული რეალობის მიმართ. აწმყოსთან წინააღმდეგობის გაწევა ადამიანს აცლის, როგორც ფიზიკურ ასევე ემოციურ და შემეცნებით რესურსებს. სასურველია, დედამ ისწავლოს „აქ და ამჟამად“ ცხოვრება. ხშირად თავისი ემოციები გაუზიაროს მეუღლეს და შვილებს. დღის განმავლობაში საკუთარ თავს, გარეგნობას, სილამაზეს დაუთმოს დრო.

და რაც მთავარია, ნუ ეცდებით იყოთ სრულყოფილი!

ანიმაციის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის”
ანიმაცია დამზადებულია კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

ანიმაცია დამზადებულია “მშობელთა დისტანციური სკოლის” პროექტის ფარგლებში კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.