ახალშობილის ზოგადი დახასიათება და თავისებურებანი

 

babyსაშუალოდ დროული ახალშობილის წონა არის 3200-3500გ. სიგრძე 45-54 სმ. მხრები და მენჯი ვიწრო აქვს, მუცელი შებერილი. ხელები, ფეხები შედარებით მოკლე და მოხრილი.

თავი – ახალშობილის თავი სხეულთან მიმართებაში არის დიდი. სამშობიარო არხში გავლისას თავმა შეიძლება მიიღოს კონუსური ფორმა, მაგრამ პირველი 24 საათის განმავლობაში დაიბრუნებს მომრგვალო ფორმას და ამიტომაც არ წარმოადგენს შეშფოთების მიზეზს. ახალშობილის თავზე აღინიშნება ორი რბილი ადგილი “სუსტი წერტილი”- ყიფლიბანდი, სადაც თავის ქალას ძვლები ჯერ კიდევ არ არის შეზრდილი. დიდი ყოფლიბანდი არის რომბის ფორმის და მდებარეობს თავის წინა ზედა ზედაპირზე და იხურება 18 თვემდე. მცირე ყიფლიბანდი არის სამკუთხედის ფორმის და მდებარეობს კეფაზე. ის იხურება 2-6 თვემდე. გარსი, რომელიც ფარავს ყიფლიბანდებს არის საკმაოდ სქელი. ამიტომაც, თავის დაბანვის დროს არაფერი დაუზიანდება.

 

თმები- ზოგიერთი ბავშვი იბადება თმებით. ზოგიერთ ახალშობილს შესაძლოა საერთოდაც არ ჰქონდეს თმა დაბადებისას.თხელი ბეწვები ანუ ლანუგო, შეიმჩნევა ზურგზე, მხრებზე, ყურებსა და სახეზე. უფრო მეტად შესამჩნევი ლანუგო არის ნაადრევად დაბადებულ ბავშვებში. როგორც წესი, ლანუგო ქრება დაბადებიდან რამდენიმე კვირაში.

კისერი – ბავშვებს არ შეუძლიათ თავის დაჭერა 4-8 კვირამდე. ამიტომ მშობლებმა ბავშვის ხელში აყვანის დროს თავი კარგად უნდა დაიჭირონ (აჩვენეთ თოჯინის მაგალითზე).

კანი – ბავშვი შეიძლება დაიბადოს კანზე თეთრი ფერის ნადებით, რომელსაც ვერნიქსი ეწოდება. იგი იცავს ბავშვის კანს სანაყოფე წყლებში, სადაც იგი 9 თვის განმავლობაში იმყოფება. ვერნიქსს დამატენიანებელი ეფექტი აქვს და ანტიბაქტერიული მოქმედებით ხასიათდება, რაც იცავს ბავშვს სიცოცხლეს პირველი დღეების განმავლობაში. მისი ჩამობანა საჭირო არ არის.
ბევრ ახალშობილს კანი ექერცლება. განსაკუთრებით ხელის მტევნებზე, ხელისგულებზე, ტერფებზე.
ახალშობილს გამოწერისას შესაძლოა მოყვითალო ელფერი ჰქონდეს. ფიზიოლოგიური სიყვითლე უნდა გადავიდეს 7-14 დღის მანძილზე.
მიმართედ დაუყოვნებლივ ექიმს, თუ სიყვითლის ინტენსივობა მოიმატებს, ან გახანგრძლივდება!

ახალშობილის ცხვირზე, ნიკაპსა და ლოყებზე ჩნდება თეთრი წერტილები, რაც დაბადებისას ცხიმისა და ოფლის ჯირკვლების დახშული სადინრების შედეგია და არ საჭიროებს მკურნალობას. ჯირკვლების ფუნქიონირების დაწყებისთანავე ეს თეთრი წერტილები ქრება.
ხშირად ღია ფერის კანის მქონე ბავშვების კანი აჭრელებულია, დაფარულია მოთეთრო და მოვარდისფრო ლაქებით. რამდენიმე კვირაში კანს უბრუნდება ჩვეული იერი.

ბებერა, კოპი ტუჩზე- ხშირად ჩვილებს ინტენსიური წოვის პროცესის შედეგად ზედა ტუჩზე უმტკივნეულო ბებერა კოპი. ეს ნორმალური მოვლენაა. ხანდახან ბებერა სკდება. ძირითადად კი ქრება და ტუჩი ხდება გლუვი

ჭიპი – ახალშობილის ჭიპი მოლურჯო-მოთეთროა. ჭიპის მცირე ნაწილი – ჭიპლარის კვანძი – ბავშვთან რჩება დაბადებიდან მე-7-10 დღემდე. მას არ ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, შეეცადეთ მშრალად შეინარჩუნოთ. დროთა განმავლობაში ჭიპის ნარჩენი შრება, ნაოჭდება და ძვრება პირველი კვირის განმავლობაში.

ბავშვის სარძევე ჯირკვლები შეიძლება ოდნავ შესიებული იყოს, რაც სისხლის ნაკადით დედის ჰორმონების ბავშვის ორგანიზმში გადასვლის შედეგია. ახალშობილებს პირველ დღეებში შეიძლება მცირე ოდენობით რძეც კი აღენიშნებოდეთ, რაც სრულიად ნორმალურია და რამდენიმე დღეში გაივლის.

სასქესო ორგანოები – ბიჭებში სასქესო ორგანოები დაბადებისას ოდნავ შესიებული და გადიდებულია და შეიძლება ჰქონდეს მუქი ფერი, ხოლო გოგონებში შეიძლება შეინიშნებოდეს მცირე რაოდენობის გამონადენი საშოდან, რაც ასევე დედის ჰორმონების ბავშვის ორგანიზმში სისხლის ნაკადით გადასვლის შედეგია. ასეთი შესიებაც სიცოცხლის პირველი ორი კვირის განმავლობაში გაივლის და ჩარევას არ საჭიროებს.

ცემინება და სლოკინი

ცემინება ახალშობილობის პერიოდში არ არის ავადმყოფობის ნიშანი, ის რეფლექსური აქტია და სასუნთქ გზებში მოხვედრილი მიკრობებსა და უცხო ნაწილაკებს გამოდევნის.

ჭამის შემდეგ ახალშობილი ხშირად ასლოკინებს, რაც შეიძLება გამოწვეული იყოს გადავსებული კუჭის კედლების გაჭიმვით. შლოკინი შეიძლება გადაციებამაც გამოიწვიოს.

ნაწლავების მოქმედება

ნაწლავების მოქმედების სიხშირე დამოკიდებულია ბავშვის კვების ხასიათზე თუ ახალშობილი ძუძუთი იკვებება, მას ნაწლავების მოქმედება შეიძლება ჰკონდეს ყოველი კვების შEმდეგ. Mეორე თვის ბოლოსათვის ნაწლავების მოქმედების სიხშირე მცირდება (2-3 ჯერ დღეში). ახალშობილს, რომელსაც ხელოვნური საკვებით კვებავენ, ნაწლავების მოქმედება შედარებით ნაკლები სიხშირით აღენიშნება.

მხედველობა
ახალშობილი ყველაზე უკეთ 20-25სმ-ის მანძილზე ხედავს. შწორედ ასეთი მცირე მანძილია ძუძუს წოვისას ბავშვისა და დედის თვალებს შორის, რაც პატარას დედის სახის აღქმასა და შეცნობაში ეხმარება. დააკვირდით, როგორ გიმზერთ, როგორ აყოლებს თვალებს თქვენს სახეს, ხანდახან თქვენი სახის გამომეტყველების მიბაძვასაც ცდილობს.

სმენა
ახალშობილი განსაკუთრებულ ინტერესს ადამიანის ხმის მიმართ იჩენს. ამიტომ ხშირად, ატირებული ბავშვის დასამშვიდებლად თქვენი საუბარიც საკმარისია.

შეხება
შეხება ახალშობილისათვის გარესამყაროს შესახებ ინფორმაციის მიღების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. Nაყოფი ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში შეხებით აღიქვამს დედის სხეულის მოძრაობას და ამ გამოცდილების საფუძველზე დაბადების შემდეგ დედის შეხებისას სიმშვიდისა და სიამოვნების იგივე განცდა ეუფლება.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვის მოფერება ხელს უწყობს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას და თავის ტვინის განვითარებას.

სითბური ჯაჭვი

bavshvi2ატარასთან პირველი შეხვედრა მშობლებისთვის ყველაზე ბედნიერი წუთებია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ პირველი საათები და დღეები პატარას ცხოვრებაში ყველაზე რთული და საპასუხისმგებლოა – ის დაბადების შემდეგ აბსოლუტურად განსხვავებულ, მისთვის შეუჩველ და უცხო გარემოში ხვდება, სადაც დამოუკიდებლად უნდა დაიწყოს სუნთქვა, კვება, სითბოს შენარჩუნება და სხვა.

 

 

ამ გარემოსთან ადაპტაციაში სწორედ მშობლებმა, სამშობიარო სახლის მედპერსონალმა და ოჯახის წევრებმა უნდა შეუწყონ ხელი პატარას, რათა ის ეფექტურად გაუმკლავდეს პირველ ცხოვრებისეულ სირთულეებს.
სიცოცხლის პირველივე დღეებიდან პატარა ბავშვი მთელი თავისი არსებით სამყაროს შეცნობისკენ არის მიმართული. დედასთან ურთიერთობა: ფიზიკური შეხება, მოფერება, კოცნა, დარწევა, მისი ალერსიანი ხმა-ყველაფერი ეს ჩვილს პირველი აქტიური ქმედებებისკენ განაწყობს.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ახალშობილის გარემოსთან ადაპტაციაში სითბოს შენარჩუნება წარმოადგენს. ახალშობილს არ შესწევს თერმორეგულაციის უნარი, ანუ არ შეუძლია თავისი ტემპერატურის რეგულირება, ამიტომ იოლად შეიძლება განვითარდეს გადაცივება, ეწ. “ჰიპოთერმია”, რაც თავის მხრივ ჯანმრთელობის მხრივ მრავალი პრობლემის მიზეზი ხდება. ჰიპოთერმიის თავიდან აცილება შეიძლება “სითბური ჯაჭვის” პრინციპების დაცვით.

ექსპერტის რჩევა

“სითბური ჯაჭვის” ყველა ნაბიჯი ურთიერთდაკავშირებულია, და, როგორც ტერმინი მიუთითებს, თუ მოხდა ჯაჭვის თუნდაც ერთი რგოლის გამოტოვება, ბავშვი გადაცივების განვითარების რისკის ქვეშ ხვდება.

“სითბური ჯაჭვის” ნაბიჯები

  • თბილი გარემო სამშობიარო დარბაზში >25°c
  • ახალშობილის დაბადებისთანავე გამშრალება (სველი საფენების მოცილება
    ადრეული «კანის-კანთან» კონტაქტი (მინიმუმ 2 საათის განმავლობაში) ზოგადი ანესთეზიით საკეისრო კვეთის შემთხვევაში კანით კანთან კონტაქტი უნდა განხორციელდეს მამასთან!
  • მამის გულმკერდზე ბავშვის მოთავსება 2 საათით იცავს პატარას გადაცივებისაგან, ინფექციებისაგან და ხელს უწყობს ოჯახური კავშირების გამყარებას.
  • ძუძუთი კვების ადრეული დაწყება (დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში) ბანაობის, აწონვისა და სრული გასინჯვის გადავადება
  • ბავშვის ადექვატურად შემოსვა
  • დედისა და ბავშვის ერთად ყოფნის ორგანიზება
  • სითბური დაცვის უზრუნველყოფა რეანიმაციისა და ტრანსპორტირებისას

ბავშვის განვითარება
baby_sacolshi ველა ახალშობილი ერთმანეთისგან განსხვავდება წონით და სიგრძით, მათი განვითარების ტემპიც ინდივიდუალურია. ამიტომ ნუ შეადარებთ ერთმანეთს ერთი და იმავე ასაკის სხვადასხვა ბავშვს.

ბავშვის წონა მისი განვითარების ერთი-ერთი მაჩვენებელია და საჭიროა მისი ყოველთვიური შეფასება. წონის მატების შეჩერება თუ კლება ბავშვის ავადმყოფობაზე ან არასწორ კვებაზე მიუთითებს.

 

 

 

text

თუ ბავშვის წონაში ნამატი პირველი 6 თვის განმავლობაში 500 გრამია, შემდგომში კი 400 გრამზე ნაკლებია ან მისი წონის მატება არ შეინიშნება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

როდის  ამოიჭრება  კბილები

პირველი კბილები, ანუ ქვედა შუა საჭრელები 6-8 თვეზე ამოყოფს თავს, 8-9 თვეზე უკვე ზედა საჭრელები გამოჩნდება, ამას 9-10 თვეზე ზედა გვერდითი, 10-12 თვეზე კი ქვედა გვერდითი კბილები მოჰყვება. კბილების ამოჭრის პროცესში ბავშვი ხშირად გაღიზიანებულია, ღრძილები ექავება და ყველაფერს პირში იდებს. შეურჩიეთ ბავშვს ისეთი სათამაშოები, რომლებსაც ადვილად გარეცხავთ და დადუღრავთ; გამოიყენეთ მალამო ღრძილებისათვის; ტემპერატურის მომატებისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კბილების ამოსვლა იგვიანებს, მიმართეთ ექიმს.

1 თვის  ასაკისთვის  ბავშვმა  უნდა  შეძლოს:

 

  • თავის მობრუნება ლოყასთან ან პირთან მიტანილი ხელისკენ;
  • ორივე ხელის მიტანა პირთან;
  • ნაცნობი ხმების გაგონებაზე თავის მიბრუნება;
  • ძუძუს წოვა და დედის მკერდზე ხელით შეხება.

რჩევები  მშობლებს  და  მომვლელებს:

  • დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში აუცილებელია ახალშობილს მიეცეს დედის რძე;
  • აუცილებლად ხელით დაიჭირეთ ბავშვის თავი მისი ხელში აყვანისას (ვინაიდან თვითონ თავის დაჭერა ჯერ არ შეუძლია);
  • ხშირად მოეფერეთ; იყავით ალერსიანი, მაშინაც კი, როცა დაღლილი ხართ;
  • ხშირად კვებეთ ძუძუთი მოთხოვნილებისამებრ დღისით და ღამით;
  • შეძლებისდაგვარად ხშირად ესაუბრეთ, წაუკითხეთ და უმღერეთ;
  • მიიყვანეთ ჩვილი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში სამშობიარო სახლიდან გამოწერის შემდეგ პირველივე კვირაში.

 საშიში ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს:

  • ძუძუს წოვის გაძნელება ან წოვაზე უარი;
  • კიდურების მოძრაობის გაიშვიათება;
  • სუსტი რეაქცია ან რეაქციის არარსებობა ხმამაღალ ხმაზე ან მკეთრ შუქზე;
  • ხანგრძლივად და უმიზეზოდ ტირილი;
  • ღებინება და დიარეა (ფაღარათი), რაც იწვევს გაუწყლოებას (დეჰიდრატაციას).

6  თვის  ასაკისთვის  ბავშვმა  უნდა  შეძლოს:

  • თავისა და მკერდის აწევა ზურგზე წოლის დროს;
  • დაკიდებულ სათამაშოზე ხელით შეხება;
  • საგნებზე ხელის ტაცება და თამაში;
  • მოძრავი საგნების ყურება;
  • ორივე მხარეს გადაბრუნება;
  • სხვისი დახმარებით დაჯდომა;
  • ნივთების ხელის შეხებითა და პირში ჩადებით შესწავლა, ბგერებისა და სახის გამომეტყველების მიბაძვა;
  • რეაგირება საკუთარ სახელზე და ნაცნობი სახეების დანახვაზე.

რჩევები  მშობლებს  და  მომვლელებს:

  • დააწვინეთ ბავშვი სუფთა, სწორ, უსაფრთხო ზედაპირზე, რათა მან შეძლოს თავისუფლად მოძრაობა და ნივთებამდე მიღწევა;
  • დამატებითი კვების დაწყებიდან გამოყავით ბავშვისათვის საკუთარი თეფში და ფინჯანი;
  • წამოსწიეთ ან დაიჭირეთ ბავშვი ისეთ პოზიციაში, რომ შეძლოს იმის დანახვა, რაც ხდება ირგვლივ;
  • გააგრძელეთ ბავშვის ძუძუთი კვება მოთხოვნისამებრ დღისით და ღამით და დაიწყეთ სხვა საკვების დამატება
    (დღეში ორი კვება 6-8 თვის ასაკში, ხოლო 3-4 კვება დღეში 8-12 თვის ასაკში);
  • შეძლებისდაგვარად ხშირად ესაუბრეთ, წაუკითხეთ და უმღერეთ;

 

 საშიში ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს:

  • კიდურების დაჭიმულობა, მოძრაობის შეზღუდვა;
  • თავის მუდმივი მოძრაობა (ეს შეიძლება მიანიშნებდეს ყურის ინფექციაზე, რაც, თუ დროულად არ უმკურნალებთ,
    შეიძლება სიყრუის მიზეზი გახდეს);
  • სუსტი რეაქცია ან მისი არარსებობა ნაცნობ სახეებზე ან ძუძუზე;
  • უარი ძუძუზე ან სხვა საკვებზე.

12 თვის  ასაკისთვის  ბავშვმა  უნდა  შეძლოს:

 

  • ჯდომა დამოუკიდებლად;
  • ცოცვა მუხლებსა და ხელებზე დაყრდნობით და წამოდგომა;
  • ნაბიჯების გადადგმა საყრდენის დახმარებით;
  • სიტყვების, ბგერების მიბაძვის მცდელობა და მარტივ თხოვნაზე რეაგირება;
  • თამაში და ტაშის დაკვრა, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს;
  • ბგერების და ჟესტიკულაციის გამეორება ყურადღების მისაქცევად;
  • ნივთების ხელში აღება ორი თითით (ცერა და საჩვენებელი თითებით);
  • 12 თვის ბავშვი იწყებს ნივთების დაჭერას (მაგ: კოვზი და ფინჯანი) და ცდილობს, დამოუკიდებლად ჭამოს.

რჩევები  მშობლებს  და  მომვლელებს:

  • აჩვენეთ საგანი და წარმოთქვით მისი სახელი, ხშირად ესაუბრეთ და ეთამაშეთ ბავშვებს;
  • თუ ბავშვი ნელი ტემპით ვითარდება ან ფიზიკური ნაკლი აქვს, ყურადღება გაამახვილეთ მის უნარ-ჩვევებზე და გააძლიერეთ მასზე ზრუნვა და მასთან ურთიერთობა;
  • ხანგრძლივად ნუ დატოვებთ ბავშვს ერთ მდგომარეობაში;
  • შეუქმენით ბავშვს უსაფრთხო გარემო უბედური შემთხვევების და ტრავმების თავიდან ასაცილებლად;
  • გააგრძელეთ ძუძუთი კვება, იქონიეთ ბავშვისთვის საკმარისი და მრავალფეროვანი საკვები;
  • დაეხმარეთ ბავშვს კოვზით ჭამაში;
  • ჩაუტარეთ ბავშვს აცრების სრული კურსი და მიეცით ვიტამინების დანამატები ექიმის რეკომენდაციით.

 

 საშიში ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს:

  • ბავშვი არ გამოთქვამს ბგერებს და არ რეაგირებს სხვების საუბარზე;
  • გულგრილია გარემოს მიმართ და არ აქვს რეაქცია მომვლელის დანახვისას;
  • არ აქვს მადა ან უარს ამბობს საჭმელზე.
ახალშობილის დღის რეჟიმი
bavshviიცოცხლის პირველ დღეებს ბავშვები ძირითადად ძილში ატარებენ და მხოლოდ კვების დროს იღვიძებენ. საშუალოდ ახალშობილებს სძინავთ დაახლოებით 12-დან 18-საათამდე. ასაკის მატებასთან ერთად ძილის ხანგრძლივობა მცირდება. თუმცა ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და თვითონ ირჩევს დღის რეჟიმს.

სასურველია, ბავშვი შეეჩვიოს ერთსა და იმავე დროს ძილს და ძილის წინ ერთსა და იგივე სიტუაციას    ( ზღაპრის მოცმენა, სიმღერა), რაც აადვილებს დაძინების პროცესს.
ძილის დროს ბავშვი თავისუფლად უნდა გრძნობდეს თავს,

შეურჩიეთ შესაბამისი ტანსაცმელი და საბანი. ახალშობილის საწოლი უნდა იყოს მაგარი ზედაპირით. ძილის დროს ბავშვი უნდა იწვეს ზურგზე და არა მუცელზე!
ბავშვის საწოლში არ უნდა იყოს რბილი და ასევე, მოძრავი, არაფიქსირებული საგნები.

თავდაპირველად ბავშვი შეგიძლიათ გაასეირნოთ 5-10 წუთით. სეირნობის დრო თანდათან გაზარდეთ. ნუ გაიყვანთ გარეთ ძლიერი ყინვისა და ქარის დროს, ზაფხულში კი მზის გულზე დიდხანს ნუ გააჩერებთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ მზის სხივები და სითბო ჯანმრთელობის წყაროა, კერძოდ კი, რაქიტის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა.

ახალშობილის ჰიგიენა
banaobaიპლარი საჭიროებს მშრალ მოვლას. არ არის მიზანშეწონილი წყალბადის ზეჟანგის, სპირიტს, ბრილიანტის მწვანეს გამოყენება, ჭიპის გადახვევა.უნდა უზრუნველყოთ ჭიპის სისუფთავე და სიმშრალე, შარდით ან განავლით დაბინძურებისას უნდა ჩამოიბანოს გადადუღებული წყლით.

ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია დაიცვათ მისი ინდივიდუალური ჰიგიენა, შეუქმნათ საკუთარი მიკროკლიმატი და გამოუმუშაოთ ჰიგიენური ჩვევები. ჩვილი ბავშვის კანი ნაზია და ფაქიზი. კანის ფიზიოლოგიურ ნაოჭებში (ყურის უკანა, კისრის, იღლიის, საზრადულის) სასურველია სპეციალური მცენარეული ზეთის ან საცხის ხმარება. კანის ხანგრძლივი სისველე იწვევს ძლიერ გაღიზიანებას, რის გამოც ყოველი დასველების თუ დასვრის შემდეგ ბავშვი უნდა ჩაბანოთ. გოგონები ჩაბანისას უნდა დაიწვინოთ ზურგით, ხოლო ბიჭები მუცლით. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 37 გრადუსამდე.

ექსპერტის რჩევა

ჩაბანის შემდეგ ბავშვი დააწვინეთ შესახვევ მაგიდაზე და სუფთა საფენით გაამშრალეთ. კანის ნაოჭებში წაუსვით სტერილური ზეთი.

ბავშვის ყოველდღიური აბაზანა საჭიროა დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში, 6 თვის ასაკიდან კი დღეგამოშვებით. აბაზანის ხანგრძლივობა 5 წუთია. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 36,5-37 გრადუსი. აბაზანაში უნდა მოათავსოთ ბამბის ნაჭერი, ბავშვი რომ არ გასრიალდეს. ბავშვი უნდა დაიჭიროთ ერთი ხელით და დაბანოთ მეორეთი. ჯერ უნდა დაბანოთ თავი და სახე (სახის დაბანისას საპონი არ უნდა იხმაროთ), შემდეგ ტანი. დაბანის შემდეგ ახალშობილის კანი უნდა გაამშრალოთ ნაზად ბამბის პირსახოცით. კანის ნაოჭები უნდა დამუშავდეს ზეთით. სასურველია, 2 საათის განმავლობაში დაახუროთ თხელი ქუდი.

სახის ტუალეტი

სახე უნდა დაბანოთ თბილი გამდინარე წყლით (სახის
დაბანისას საპონი არ უნდა იხმაროთ).

ცხვირის ტუალეტი

ცხვირი გაასუფთავეთ ბამბის ტამპონის ბრუნვითი მოძრაობით. თითოეულისთვის უნდა იხმაროთ თითო ტამპონი.
ქერქების მოსაცილებლად. ნესტო გაუწმინდეთ ვაზელინიანი ბამბით.

თვალების ტუალეტი

თვალები უნდა გაუწმინდოთ თბილ გადადუღებულ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით თვალის შიგნითა კუთხიდან გარეთა კუთხისკენ. დაუშვებელია ორივე თვალზე ერთიდაიგივე ტამპონის გამოყენება. თითოეულისთვის უნდა იხმაროთ თითო ტამპონი.

ყურების ტუალეტი

ყურები უნდა გაიწმინდოს ბამბის ფთილით.
დაუშვებელია ჩხირზე დახვეული ბამბის ან ასანთის ღერის გამოყენება.

ფრჩხილები

უნდა მოიჭრას მოკლედ, რომ ბავშვმა არ დაიზიანოს კანი. გამოიყენეთ მრგვალპირიანი მაკრატელი.

ჭიპი

ჭიპი დაამუშავეთ ანტისეპტიკური ხსნარებით (წყალბადის ზეჟანგი 3%, პოვიდონ იოდინი და სხვა). ყურადღება მიაქციეთ, რომ ჭიპლარის ტაკვი არ მოხვდეს ერთჯერადი საფენის ქვეშ. პრობლემების შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.

ახალშობილის ჩაცმა
chacma ავშვის მჭიდროდ შეხვევა დაუშვებელია. მას უნდა შეეძლოს კიდურების თავისუფლად მოძრაობა, უმჯობესია ჩავაცვათ პერანგი, წინდა და შარვალი.

სასურველია პერანგის სახელო არ იყოს ყრუდ დახშული, რათა ბავშვმა შეძლოს საგნებზე ხელის შეხება, რაც მას დაეხმარება აღქმის უნარის განვითარებასა და სამყაროს შეცნობაში.
პატარას ტანსაცმელი უნდა იყოს თავისუფალი, მსუბუქი და ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული.
ბავშვის ტანსაცმელი და მრავალჯერადი საფენი მიზანშეწონილია გაირეცხოს სპეციალური საბავშვო სარეცხი ფხვნილით, რათა თავიდან ავიცილოთ ალერგიული რეაქციები.
ბავშვი არ უნდა გადახურდეს, ეს ისევე მავნებელია, როგორც გადაციება

 

 

ადრეული ძუძუთი კვება
dzudzuti-kveba დრეული ძუძუთი კვება მიმართულია წარმატებული ძუძუთი კვების ჩამოყალიბების, ახალშობილის სითბური დაცვის, ინფექციის პროფილაქტიკისა და დედა-შვილს შორის კავშირის დამყარებისაკენ.

ახალშობილი მზად არის პირველი კვება დაბადებიდან 25-55 წუთში დაიწყოს. ნუ დააძალებთ ბავშვს ძუძუთი კვებას, თუკი ის მზად არ არის კვებისთვის!
დააცადეთ, სანამ გამოვლინდება ბავშვის მხრიდან კვები-სადმი მზადყოფნის ნიშნები, კერძოდ :

  • ბავშვი მიიწევს დედის ძუძუსკენ;
  • ბავშვი უყურებს დედის ძუძუს;
  • ბავშვი ეხება ძუძუს;
  • ბავშვი ავლენს რეფლექსს (ატრიალებს თავს, ლოკავს ტუჩებს და აღებს პირს)

ექსპერტის რჩევა

არ შეზღუდოთ კვება: ბავშვი თავად შეწყვეტს მას. ადრეული, შეუზღუდავი ძუძუთი კვება ახალშობილს აძლევს ენერგიას გასათბობად; საკვებ ნივთიერებებს -ზრდისთვის; ხელს უწყობს დედასა და ბავშვს შორის კავშირების დამყარებას

ადრეული ძუძუთი კვებით დედის ორგანიზმში გამომუშავდება ჰორმონი ოქსიტოცინი, რაც ხელს უწყობს საშვილოსნოს შეკუმშვას და ამცირებს სისხლდენის რისკს. საკეისრო კვეთის შემდეგ აუცილებელია ძუძუთი კვების, რაც შეიძლება ადრე დაწყების ორგანიზება – როგორც კი დედა ნარკოზიდან გამოვა.

პირველი რძე (ხსენი) აუცილებელია ბავშვისათვის, რადგან ის იცავს პატარას მრავალი დაავადებისაგან. გარდა ამისა, ხსენი შეიცავს მნიშვნელოვან ზრდის ფაქტორებს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მომწიფებას, ტვინის, ნერვული სისტემისა და თვალის განვითარებას. ხსენის გარდა, ბავშვს არ უნდა მისცეთ სხვა საკვები ან სითხე. ხსენი მცირე რაოდენობით გამომუშავდება, მაგრამ ის აბსოლუტურად საკმარისია ბავშვისთვის.

დედისა და ახალშობილის ერთად მოთავსება (rooming).

ალიან მნიშვნელოვანია დედისა და ახალშობილის ერთად ყოფნა დაბადების მომენტიდან. ახალშობილი, როცა ის უცხო სამყაროში შემოდის, აუცილებლად საჭიროებს დედასთან ერთიანობის განცდას, მის შეხებას და მასთან სიახლოვეს. დედასთან ერთად ყოფნა ხელს უწყობს სითბურ დაცვას, ძუძუთი კვებას, ინფექციის პროფილაქტიკასა და დედა-ბავშვს შორის კავშირის დამყარებას.

დედამ უნდა იზრუნოს ბავშვზე და ეხებოდეს მას; ერთად ყოფნის დროს ბავშვს დედის ფლორასთან აქვს კონტაქტი, სითბოში იმყოფება და იღებს ემოციურ მხარდაჭერას.
დედას შეუძლია ბავშვი საწოლში ჰყავდეს კვების დროს (თუ ეს მისთვის უფრო მოსახერხებელია), მაგრამ უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია ბავშვი თავის საწოლში იყოს ღამის საათებში ან როდესაც დედას სძინავს.

თუ პატარას განსაკუთრებული მოვლა ან დახმარება ესაჭიროება, მას ათავსებენ ახალშობილთა ინტენსიური მოვლის პალატაში. ამ დროს, დედამ შეძლებისდაგვარად ხშირად უნდა მოინახულოს ბავშვი, მიუალერსოს, ხელით შეეხოს და ესაუბროს. ასევე, მიაწოდოს ბავშვის მომვლელს გამოწველილი რძე, რომელიც საკვების გარდა საუკეთესო წამალია ახალშობილისათვის.

სამედიცინო პერსონალს შეუძლია დაეხმაროს, ასწავლოს დედას ბავშვის მოვლა, მოუსმინოს და უპასუხოს მის შეკითხვებს, მაგრამ არ უნდა შეცვალოს დედა ბავშვის მოვლაში!

 

ახალშობილისა და ჩვილი ბავშვის კვება
breastfeeding

 

 

  • ბუნებრივი – ბავშვი 6 თვის ასაკამდე მხოლოდ დედის რძით იკვებება;
  • შერეული – დედის რძესთან ერთად ბავშვს ეძლევა ხელოვნური ნარევი;
  • ხელოვნური – ბავშვი მხოლოდ ხელოვნური ფორმულით იკვებება.

 ბუნებრივი კვება 

დედის რძე ახალშობილისა და ჩვილის საუკეთესო საკვებია.
დედის რძე შეიცავს ბავშვის განვითარებისათვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას:

  • ცილები
  • ცხიმები
  • ნახშირწყლები
  • ვიტამინები
  • ფერმენტები
  • ანტისხეულები
  • წყალი
  • მინერალები
შობიარობიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში სარძევე ჯირკვალში გამომუშავდება მოყვითალო ფერის სითხე – ხსენი, რომელიც ახალშობილისათვის საუკეთესო საკვებია. მისი კვებითი ღირებულება მაღალია. იგი იცავს ბავშვს ინფექციებისაგან. უზრუნველყოფს ახალშობილის საჭმლის მომნელებელი სისტემის ზრდასა და მუშაობას. ხსენი, მიუხედავად მცირე მოცულობისა, თავისი კალორიულობით აკმაყოფილებს ახალშობილის კვებით მოთხოვნილებებს როგორც რაოდენობრივად, ისე თვისობრივად.
ბავშვები, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან, იშვიათად ხდებიან ავად მცირეა ასთმის, სიმსუქნის, ალერგიის, მუცლის ტკივილების (კოლიკები) განვითარების რისკი. ამასთან, უფრო კარგად ვითარდებიან, ვიდრე შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები. პირველი ექვსი თვის განმავლობაში ყველა ბავშვი მხოლოდ ძუძუთი რომ იკვებებოდეს, ყოველ წელიწადს მსოფლიოში დაახლოებით 1,5 მილიონი ჩვილის სიცოცხლე გადარჩებოდა, მილიონობით სხვა ბავშვის ჯანმრთელობა და განვითარება კი ბევრად გაუმჯობესდებოდა.
თითქმის ყველა დედას შეუძლია ბავშვის ძუძუთი კვება. თუკი დედა არ არის დარწმუნებული ძუძუთი კვების უპირატესობაში, საჭიროა, ახლობლებმა, მეუღლემ და ოჯახის წევრებმა დაარწმუნონ იგი ამაში.
დედის რძე სრულად უზრუნველყოფს ბავშვს როგორც საკვები ნივთიერებებით, აგრეთვე სითხით, ამიტომ სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში მას არ ესაჭიროება სხვა საკვების ან სითხის (მათ შორის წყლის) დამატება. ცხელ კლიმატშიც კი დედის რძე სრულად უკმაყოფილებს პატარას სითხის მიღების მოთხოვნილებას. დედის რძე საუკეთესო საკვებია, რომელიც ბავშვმა შეიძლება მიიღოს. ვერც ერთი სხვა საკვები ღირებულებით და მნიშვნელობით ვერ გაუტოლდება დედის რძეს.
ბავშვისათვის დედის რძე იოლი გადასამუშავებელია. ეს ხელს უწყობს ბავშვის ნორმალურ ზრდა-განვითარებას.

პატარა მაშინ იღებს რძეს საკმარისი რაოდენობით, თუ:

  • მას კუჭის მოქმედება აქვს ყოველდღიურად,
  • შესაძლოა ყოველი ჭამის შემდეგაც;
  • შარდავს 6-8-ჯერ დღეში;
  • კვების შემდეგ დაკმაყოფილებულია;
  • წონაში ნამატი საშუალოდ 125-150 გრამია კვირაში.

თუ ზემოთ აღნიშნული პირობები არ კმაყოფილდება,გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • შეიძლება საჭირო იყოს დედის რძით უფრო ხშირი კვება (სულ მცირე 12 კვება 24 საათის განმავლობაში). ბავშვი ძუძუს მინუმუმ 15 წუთი უნდა წოვდეს. მნიშვნელოვანია, სარძევე ჯირკვალი დაიცალოს, რათა ბავშვმა მიიღოს უკანა რძე, რომელიც გამოირჩევა მაღალი კალორიულობით. უკანა რძე უზრუნველყოფს წონაში სწრაფად მატებას. თუ ბავშვს უჭირს ძუძუს დაცლა, გამოიწველეთ რძე და მიეცით კოვზით;
  • ბავშვს შეიძლება სჭირდებოდეს დახმარება ძუძუზე სწორად მოჭიდებაში;
  • ბავშვი შეიძლება ავად იყოს და ის უნდა აჩვენოთ ექიმს;
  • წყალმა ან სხვა სითხემ შეიძლება შეამციროს ძუძუდან სათანადო რაოდენობის რძის მიღება. ბავშვს არ უნდა მისცეთ სხვა სითხე და მხოლოდ ძუძუთი უნდა კვებოთ;
  • ექვსი თვის ასაკის ზემოთ უკლებლივ ყველა ბავშვს ესაჭიროება სხვა საკვები და სითხე. ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ბავშვს არ შეუსრულდება 2 წელი და ამის შემდეგაც.

ახალშობილ ბავშვს, რამდენადაც შესაძლებელია, ფიზიკური კონტაქტი (კანით-კანთან) უნდა ჰქონდეს დედასთან. თქვენთვის და ბავშვისთვის ყველაზე უკეთესი იქნება, თუ ერთ ოთახში ან ერთ საწოლზე მოთავსდებით. ბავშვს საშუალება უნდა ჰქონდეს, იკვებოს ძუძუთი სურვილის მიხედვით. თუ ბავშვი ძუძუთი კვებას დაბადებისთანავე იწყებს, უფრო მეტი დედის რძე წარმოიქმნება. ეს აგრეთვე ხელს უწყობს საშვილოსნოს შეკუმშვას, რაც ამცირებს ძლიერი სისხლდენის ან ინფიცირების რისკს.

ძუძუთი ხშირი კვება განაპირობებს მეტი რძის გამომუშავებას
თითქმის ყველა დედას შეუძლია ძუძუთი კვებ

ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორია ბავშვის სხეულის პოზიცია ძუძუთი კვების დროს და ძუძუზე მოჭიდება. ბავშვის სხეულის სწორი პოზიცია აადვილებს ძუძუზე მოჭიდების პროცესს.

სწორი პოზიციის ნიშნები:

  • ბავშვის მუცელი დედის მუცელს ეხება;
  • ბავშვის ცხვირი და დედის ძუძუს შორის ძალიან პატარა შუალედია;
  • ბავშვის ყური, მხარი და თეძო ერთ სწორ ხაზზეა.

ბავშვის არასწორ პოზიციაში ყოფნამ, როდესაც ის ძუძუს კარგად ვერ წოვს, შეიძლება გამოიწვიოს:

  • ძუძუს კერტების ტკივილი და დახეთქვა;
  • რძის უკმარისობა;
  • ძუძუთი კვებაზე უარის თქმა.

სწორი მოჭიდების ნიშნები:

  • ბავშვის პირი ფართოდ არის გაღებული და ქვედა ტუჩი გადმობრუნებული;
  • ბავშვის ნიკაპი მიბჯენილია თქვენს ძუძუზე;
  • ძუძუს კერტის ირგვლივ არეოლას უფრო დიდი ნაწილი მოჩანს ბავშვის პირის ზემოთ, ვიდრე ქვემოთ;
  • ბავშვი წოვს ღრმა გამოქაჩვით;
  • თქვენ არავითარ ტკივილს არ გრძნობთ ძუძუს კერტების არეში.

 

 ძუძუთი კვება ბავშვებს იცავს დაავადებებისაგან, ქმნის განსაკუთრებულ ემოციურ კავშირს დედასა შორის.დედის რძე ბავშვისთვის “პირველი იმუნიზაციაა”

თითქმის ყველა დედას შეუძლია საკმარისი რძის გამომუშავება, როდესაც:

  • ის მხოლოდ ძუძუთი კვებავს ბავშვს;
  • ბავშვი სწორ პოზიციაში წოვს და ძუძუ კარგად უდევს პირში;
  • ბავშვი ძუძუთი იკვებება სურვილის მიხედვით.

ბაშვი უნდა იმყოფებოდეს მხოლოდ ძუძუთი კვებაზე პირველი 6 თვის მანძილზე. ექსკლუზიურ ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვებისათვის დამატებითი საკვების მიღება უნდა დაიწყოს 6 თვის ასაკიდან. ძუძუთი კვების გაგრძელება დამატებით საკვებთან ერთად ხდება 2 წლამდე.
ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვებისათვის დამატებითი საკვების მიღება იწყება 5 თვიდან.

ტირილი არ არის იმის ნიშანი, რომ ბავშვს სხვა საკვები ან სითხე სჭირდება. ტირილი ხშირად ნიშნავს, რომ ბავშვს სჭირდება აყვანა და მოფერება. ზოგ ბავშვს ძუძუს წოვა დასამშვიდებლად სჭირდება. რაც უფრო მეტს წოვს ბავშვი, მით უფრო ბევრი რძე წარმოიქმნება. რძის წარმოქმნა “მოთხოვნისა და მიწოდების” ბუნებრივი სისტემაა.
ხშირად დედები, რომლებსაც ეშინიათ, რომ მათი რძე არასაკმარისია, სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვს სხვა საკვებს ან სითხეს აძლევენ. ეს აიშვიათებს ძუძუს წოვას, რადგან ბავშვი `ზარმაცდება~. ამის შედეგად კი ძუძუში ნაკლები რძე წარმოიქმნება. დედას მეტი რძე ექნება, თუ ის ბავშვს არ მისცემს სხვა საკვებს ან სითხეს და ხშირად კვებავს ძუძუთი.
დამამშვიდებლები, სატყუარები ან საწოვარიანი ბოთლები არ უნდა გამოიყენოთ, თუკი ბავშვი ბუნებრივ კვებაზე იმყოფება, რადგან მათი წოვის პროცესი უფრო ადვილია ძუძუს წოვასთან შედარებით.
რძე იცავს ბავშვებს ნაწლავური და სასუნთქი სისტემის ინფექციებისაგან, აგრეთვე სხვა გართულებებისაგან. არც ერთი სხვა სითხეს ან საკვებს არ შეუძლია ასეთი დაცვის უზრუნველყოფა.
ძუძუთი კვების დროს ბავშვები გრძნობენ მათდამი თბილ დამოკიდებულებას და ბუნებრივად იღებენ განვითარებისთვის საჭირო სტიმულს, ხოლო ბოთლით კვებაზე მყოფი ბავშვები უფრო მეტ, საგანგებო ყურადღებას საჭიროებენ მშვიდად ყოფნისა და ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის.

ხელოვნური კვება

სანამ ბავშვს ხელოვნურ კვებას დააწყებინებდეთ, დაიმახსოვრეთ, დედის რძე საუკეთესო საკვებია და მისი მსგავსი ხელოვნური საკვები არ არსებობს. თუმცა, თუ ყველა ძალისხმევის მიუხედავად ძუძუთი კვება მაინც არ ხერხდება, აირჩიეთ ქარხნული ნარევი, რომელიც შემადგენლობით უფრო მეტად უახლოვდება ქალის რძეს, ვიდრე სახლში დამზადებული.
ქარხნული წესით დამზადებულ ნარევს სხვაგვარად ფორმულას უწოდებენ. განასხვავებენ ორი სახის ფორმულას:

  • ფიზიოლოგიური ნარევი – გამოიყენებენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ჯანმრთელი ბავშვის კვებისათვის;
  • სამკურნალო ნარევი – გამოიყენება სპეციალური სამედიცინო ჩვენების არსებობისას (მაგალითად, კვებითი ალერგია, რძის ცალკეული ელემენტების აუტანლობა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები).
    ქარხნული წესით დამზადებული ნებისმიერი წარმოების საკვები ფორმულა შემადგენლობით იდენტურია. მათ ამზადებენ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით;
  • ხელოვნური კვებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი პრინციპები:
    ხელოვნური კვება უნდა განხორციელდეს საათობრივი რეჟიმით. კვებათა შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 3 სთ-ზე ნაკლები, ღამით სასურველია დაიცვათ 6 საათიანი შუალედი;
  • ხელოვნური ნარევის მომზადებისას მკაცრად უნდა დაიცვათ ეტიკეტზე მოცემული მომზადების წესი! დაუშვებელია მომზადებისას მითითებული წესის დარღვევა!
  • ხელოვნური ნარევი უნდა მომზადდეს ყოველი კვების წინ და შეთბეს (ან გაგრილდეს) დაახლოებით სხეულის ტემპერატურამდე;
  • კვების დროს საჭიროა სპეციალური ჭიქის ან ბოთლისა და საწოვარას გამოყენება;
  • ბოთლიდან წოვის დროს საწოვარა უნდა იყოს საკვებით სავსე, რათა ბავშვმა ჰაერი არ გადაყლაპოს;
  • გახსოვდეთ, რომ ბავშვებს, რომლებიც ძუძუთი არ იკვებებიან, აკლიათ თქვენთან კონტაქტი და მეტ ყურადღებას საჭიროებენ;
  • ხელოვნური კვების დროს ბავშვი ისეთ პოზიციაში უნდა დაიჭიროთ, როგორც ძუძუთი კვებისას. პატარა ასე უკეთ შეიგრძნობს დედის სხეულის სითბოს, მის სახესაც უკეთ აღიქვამს, რაც მისი განვითარების ერთ-ერთი სტიმული და სიმშვიდის გარანტიაა.

დამატებითი კვება

  • დასაწყისში, ნებისმიერი ახალი საკვები ბავშვს უნდა მისცეთ მცირე ულუფებით (2-3 ჩაის კოვზი) და თანდათან
    გაზარდოთ ულუფა;
  • დამატებითი კვების დაწყებისას თავიდან ბავშვს შესთავაზეთ მხოლოდ ერთი სახეობის საკვები;
  • დამატებითი კვება იწყება ხილფაფის, მარცვლეულის ფაფის დამატებით, შემდეგ ემატება ბოსტნეულის პიურე,
    მოგვიანებით ხორცის ბულიონები;
  • დაიმახსოვრეთ! დამატებითი საკვები ბავშვმა უნდა მიიღოს კოვზით და არა საწოვარათი;
  • საკვები უნდა მომზადდეს სისუფთავის ყველა წესის დაცვით!
  • თუ 9 თვემდე ასაკის ბავშვი ძუძუზეა, ჯერ ძუძუ შესთავაზეთ, შემდეგ დამატებითი საკვები,
    ხოლო 9 თვის ასაკის შემდეგ, ჯერ საკვები შესთავაზეთ და შემდეგ ძუძუ;
  • ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვებისათვის ერთი კვება თანდათან იცვლება დამატებითი საკვებით.

 

რეცეპტები

chama

მაწონი

ანადუღარ გრილ რძეს დაუმატეთ წინასწარ თბილ რძეში გახსნილი 1 ჩაის კოვზი მაწონი (“მაწვნის დედა”),კარგად მოურიეთ, შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილზე 3 საათი, შემდეგ შეინახეთ მაცივარში ან სიცივეში 10 -12 საათი. კვების წინ შეგიძლიათ დაუმატოთ შაქრის სიროფი. გახსოვდეთ, მაწვნის შეთბობა შეიძლება მხოლოდ წყლის აბაზანაზე უშუალოდ კვების წინ.

ხილის პიურე

მწიფე საღი ხილი (ვაშლი, ატამი, ქლიავი, ალუბალი, ბანანი და სხვა) გარეცხეთ გამდინარე წყალში, გადაავლეთ მდუღარე წყალი,
გაფცქვენით და გახეხეთ წვრილ სახეხზე ან საცერზე. ნუ გამოიყენებთ ლითონის სახეხს, რადგან მისი გამოყენებისას ვიტამინების დიდი ნაწილი იშლება. შეგიძლიათ, პიურეს დაამატოთ შაქრის სიროფიც.

ბოსტნეულის პიურე

თავდაპირველად მზადდება მხოლოდ ერთი სახეობის პიურე, ხოლო შემდეგ სხვადასხვა ბოსტნეულისაგან.
ბოსტნეული ჯერ ჯაგრისით გარეცხეთ გამდინარე წყალში, შემდეგ გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად. დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ არ დაიფაროს. მოშუშეთ თავდახურულ ქვაბში და თან შეავსეთ მდუღარე წყლით. ბოლომდე მოუმზადებელ კერძს დაუმატეთ გაფცქვნილი, სქლად დაჭრილი კარტოფილი და ჩაშუშეთ 30 წთ-ის განმავლობაში, გახეხეთ ცხლად სახეხში, დაამატეთ 50 მლ. ცხელი რძე, ცოტა მარილხსნარი და ისე შედგით ცეცხლზე ადუღებამდე, შემდეგ ათქვიფეთ და ჩაამატეთ ზეთი.

ბურღულის ფაფა

ბოსტნეულის პიურეწიწიბურა, ბრინჯი ან შვრია გაარჩიეთ, გარეცხეთ და დაუმატეთ მდუღარე, მცირე რაოდენობის მარილწყალი, სიმინდის ფქვილი კი გაცერით და დაასხით ცივი წყალი. დადგით საშუალო ცეცხლზე და ურიეთ მარცვლის გაჯირჯვებამდე. შემდეგ დაუმატეთ ადუღებული ცხელი რძე და ხარშეთ კიდევ 2-3 წუთი. ფაფის მოსამზადებლად საჭიროა ერთი წილი ბურღული 2,5 ან 2 წილი წყალი და ამდენივე რძე. მომზადების შემდეგ ფაფას დაუმატეთ 5 მლ შაქრის სიროფი და ამდენივე მცენარეული ცხიმი. შეგრილების შემდეგ, უშუალოდ ჭამის წინ, სასურველია, მზა ფაფას დაუმატოთ 2-3 სუფრის კოვზი ჩათუშული ხილის პიურე, რაც ვიტამინებით ამდიდრებს ფაფას და ხელს უწყობს მის მონელებასაც.

შაქრის სიროფი

ერთ კილოგრამ შაქარს დაასხით 0,5 ლ წყალი, წამოადუღეთ, გაფილტრეთ სტერილურ ორმაგ დოლბანდში. სიროფი შეავსეთ გადადუღებული წყლით 1 ლიტრამდე და კიდევ წამოადუღეთ. შეინახეთ მზა სიროფი თავდახურულ ჭურჭელში.

ბოსტნეულის სუფი

კარგად გარეცხილი ბოსტნეული წვრილად დაჭერით, დაასხით ცხელი წყალი ისე, რომ დაიფაროს. ჩაუმატეთ ერთი თავი ხახვი, რამდენიმე ძირი ოხრახუში და კამა და ხარშეთ თავდახურულ ჭურჭელში დაახლოებით ნახევარი საათი. ამოიღეთ ხახვი და მწვანილი, დანარჩენი მასა კი გახეხეთ. თუ სუფი სქელი გამოვიდა, დაუმატეთ გადადუღებული წყალი. მზა საკვებს ემატება ერთი ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი, მოგვიანებით შეიძლება ერთი სუფრის კოვზი უმი პომიდვრის ან სტაფილოს წვენის დამატება. ზოგიერთ პატარას უმარილო საკვები მოსწონს, ზოგს კი მარილით შეზავებული.

პარკოსნები(ლობიო, მუხუდო, ცერცვი)

გარეცხილი პარკოსნები ჩაალბეთ წყალში მთელი ღამის განმავლობაში, შემდეგ წყალი გამოუცვალეთ, წამოადუღეთ, ერთხელ კიდევ გამოუცვალეთ წყალი და ხარშეთ მომზადებამდე. შემდეგ დაჭყლიტეთ, გაატარეთ საცერში და გასათხელებლად დაუმატეთ ადუღებელი წყალი. მომზადებულ საკვებს დაუმატეთ მცენარეული ზეთი და მარილი გემოვნებით.

ხორციანი სადილი

(დაახლოებით ერთი ჭიქა).

ნახევარი ჭიქა მოხარშული ხორცი (ძროხა, ხბო, ბატკანი, ქათამი), 2 სუფრის კოვზი მოთუშული ბოსტნეული (სტაფილო, მუხუდო, ისპანახი), 1/4 ჭიქა მოხარშული ბრინჯი, კარტოფილი ან გოგრა, 1/2 ჭიქა რძე ან ნახარში აურიეთ და ადღვიბეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

kveba

ბავშვის ტირილი

პირველი თვეების განმავლობაში ტირილი ჩვილისათვის უფროსებთან ურთიერთობის ყველაზე მძლავრი “იარაღია:. იმის მიხედვით, თუ რატომ ტირის ბავშვი, ტირილის ტონალობას განსხვავებულია. ისინი ტირიან სხვადასხვა მიზეზით; ხან შიათ, წყურიათ, ზოგჯერ სცივათ ან გამოცვლა უნდათ, ან გაღიზიანებულები არიან ან უბრალოდ ყურადღება სჭირდებათ.

როგორ უნდა მოიქცეთ, როცა პატარა ტირის

დააკვირდით ბავშვის ტირილის ხასიათს და ეცადეთ გაარკვიოთ მისი მიზეზი. დაუყოვნებლივ აიყვანეთ ხელში, მიიკარით გულზე, დაამშვიდეთ, უმღერეთ, საკვები შესთავაზეთ. თქვენი სწრაფი რეაქცია ბავშვს აგრძნობინებს, რომ მარტო არ არის.
პატარას მაშინაც მოეფერეთ, როცა ის მშვიდად არის და არაფერი აწუხებს.

ზოგიერთი ბავშვი დღის გარკვეულ მონაკვეთში განუწყვეტლივ ტირის, თითქოს მუცელი აწუხებს ან შია, მისი დამშვიდება ვერაფრით ხერხდება. ასეთი ტირილის მიზეზი ხშირად უცნობია და მას პირობითად “კოლიკას” უწოდებენ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომ გამორიცხოთ პათოლოგია და თუ “კოლიკასთან” გაქვთ საქმე, ნუ შეშინდებით.

  • დაიწვინეთ ბავშვი მუხლებზე მუცლით და ზურგზე მოეფერეთ
  • მკერდზე მიიხუტეთ და ატარეთ
  • გაუკეთეთ მუცლის მასაჟი საათის ისრის მიმართულებით, შესთავაზეთ ძუძუ, უმღერეთ, მიუალერსეთ
  • გაუკეთეთ თბილი აბაზანა წელს ქვემოთ

ზოგიერთ შენთხვევაში თქვენ წონასწორობიდან გამოდიხართ, სადღაც გაქცევა გინდათ, რომ ტირილი აღარ მოისმინოთ. ეცადეთ, სიმშვიდე აღიდგინოთ, გაიხსენეთ, როგორ ელოდებოდით ამ პაწაწინა მტირალა არსებას და როგორი ბედნიერი იყავით, როცა პირველად შეავლეთ თვალი.

ჩვილის უეცარი გარდაცვალების სინდრომი

რა უნდა იცოდეს მშობელმა ჩვილის უეცარი გარდაცვალების სინდრომის შესახებ (Sudden Infant Death Syndrome, SIDS)

ეს არის 1 წლამდე ასაკის, გარეგნულად ჯანმრთელი ბავშვის გარდაცვალება სუნთქვის გაჩერების გამო, ან სიკვდილი, რომლის დიაგნოსტირებასაც ვერ ახდენს გაკვეთა. ამ სინდრომის დროს ბავშვი კვდება ძილში, ყოველგვარი სიმპტომების გარეშე. უშუალო მიზეზი დაუდგენელია.
აშშ-ში ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი კვლავ რჩება სიცოცხლის პირველი თვეების განმავლობაში ბავშვების დაღუპვის წამყვანი მიზეზი. შემთხვევათა მეტი წილი მოდის 2-დან 4 თვის ასაკის ბავშვებზე.
ეს სინდორმი არ არის დაკავშირებული ახალშობილის ვაქცინაციასთან. ამერიკელი მეცნიერების მონაცემებით, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ბავშთა სწორი მოვლის შესახებ წარმოებულმა პროპაგანდამ, რომელიც რეკომენდაციას აძლევს დედებს, ზურგზე დააძინონ ჩვილები და არა მუცელზე, ორჯერ შეამცირა ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომის მსხვერპლთა რიცხვი.

გამოყოფენ ბავშვთა უეცარი სიკვდილის რამოდენიმე რისკ-ფაქტორს:

• ორსულობის პერიოდში დედის მიერ ალკოჰოლის, სიგარეტის, ნარკოტიკების მოხმარება,
• დედის ახალგაზრდა ასაკი
• დედის სიმსუქნე,
• ხშირი მშობიარობა
• ბავშვის სქესი ( ამ მიზეზით გარდაცვლილ ჩვილთა 60% მამრობითი სქესისაა)
• ბავშვის რბილი საწოლი და ბალიშის გამოყენება
• ბავშვის გადახურება, შეფუთვა
• მაღალი ან დაბალი ტემპერატურა ოთახში, ცუდად განიავებული ოთახი
• თამბაქოს სუნი ბავშვის საძინებელში
• დღენაკლული და მცირე წონის ახალშობილი
• ხანგრძლივი ძილი ავტოსავარძლებსა ან სავარძელი-საქანელაში

აღსანიშნავია, რომ საწოვარას გამოყენებამ ბავშვის ძილის დროს შეიძლება შეამციროს ამ სინდრომის განვითარების რისკი. ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით საწოვარას გამოყენება სასურველია ბავშვის ჩაძინებისას და არა უკვე მძინარე ბავშვებში. უმჯობესია, თუ ერთ თვემდე ასაკის ბუნებრივ კვებაზე მყოფ ახალშობილებში არ გამოვიყენებთ საწოვარას მანამ სანამ კარგად არ ჩამოუყალიბდება ძუძუთი კვება .